ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ პრინციპი - "ყველა კაცი ერთნაირია", საყოველთაო მასშტაბით მოქმედებს.
თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თუკი ასტროლოგიური კუთხით განვიხილავთ საკითხს, სულაც არ არის ასე... უფრო სწორად, ცოტა სხვაგვარადაა ყველაფერი.
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ გამომდინარე იქიდან, თუ კონკრეტულად რომელი სტიქიის წარმომადგენელია თქვენი გულისსწორი, შეიძლება იმის ვარაუდი, რამდენად საიმედო და ერთგული პარტნიორი შეიძლება იყოს იგი. ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე ნამდვილ სიყვარულს ეხება და არა ერთ ან ორკვირიან მსუბუქ გატაცებას.
შავ სიაში ყველაზე ხშირად ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები - ტყუპი, სასწორი და მერწყული მამაკაცები შედიან. საქმე იმაშია, რომ ეს ე.წ. მუტაბელური ნიშნები ბუნებით არიან მიდრეკილნი ცვალებადობისკენ. შესაბამისად, მათთვის სიყვარულიც მრავალფეროვნებასთან ასოცირდება. ამიტომ ღალატის ფაქტს ისინი საკმაოდ მარტივად უყურებენ და მიაჩნიათ, რომ ტრაგედიის შექმნა ამისგან არ ღირს. მათი ღალატი უმეტესად მხოლოდ ზედაპირული ხასიათისაა, იმიტომ, რომ ჰაეროვან მამრებს, როგორც წესი, მენტალური კომუნიკაცია უფრო სჭირდებათ ქალისგან, ვიდრე ფიზიკური სიახლოვე. შესაბამისად, თუ თქვენ მისი მხრიდან მსუბუქი ფლირტის შემთხვევებს მშვიდად გაატარებთ, საქმე ამის იქით, ალბათ, აღარც წავა.
ცეცხლის სტიქიით დაბადებული მამრები - ვერძები, ლომები, მშვილდოსნები, როგორც წესი, ერთგულებას მანამ ინარჩუნებენ, სანამ პარტნიორი მათთვის მიუწვდომელი და შორეულია. ამიტომ ქალი, რომელიც ამ სტიქიის მამრს ბოლომდე გაუშლის კარტებს, მარტივად იგდებს თავს ღალატის საფრთხის წინაშე. თუმცა, ცეცხლების ღალატს ხშირად ფიზიკური ფაქტორიც განაპირობებს. ცეცხლოვანი მამაკაცები, როგორც წესი, ძლიერი სექსუალური ტემპერამენტით გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ეს "მოქმედი ვულკანი" თქვენ გვერდით დიდი ხნით გააჩეროთ, საჭიროა, საერთო ინტერესებთან ერთად, მასთან იდეალური ან იდეალურთან მიახლოებული სექსუალური თავსებადობაც გქონდეთ. გაგრძელება