ნებისმიერი ქალი პოტენციური სუპერგმირია, რომელსაც მსოფლიოს ბოროტებისგან ხსნა შეუძლია. მთავარია იცოდეთ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს. გსურს გაიგო რომელი სუპერძალა იმალება შენში?
წაიკითხეთ ჩვენი ჰოროსკოპი
ვერძი - ზენა, მებრძოლთა დედოფალი
ჭეშმარიტი სუპერგმირია. ვერ იტანს, როცა ვინმე სუსტებსა და უბედურებს ჩაგრავს, რადგან თავად ძლიერი და სამართლიანია. მას ერთი დარტყმით შეუძლია დაგიმსხვიოთ თავის ქალა, კარიერა და რეპუტაცია.
კურო - მისის სმიტი, „მისტერ და მისის სმიტები“
კუროები სუპერგმირის თვისებებს მალავენ და მოკრძალებულ დიასახლისებად მოაქვთ თავი, რადგან სხვაგვარად მისგან მსოფლიოს გადარჩენას კვლავ მოითხოვენ. მას კი
ყველაზე მეტად „ადიალაში“ გახვევა, წიგნის კითხვა და ორცხობილების დაგემოვნება სურს. თუმცა, როგოც კი ვინმე წესრიგს დაარღვევს, ტორტის მოსართავ მოწყობილობებს გამოიღებს, მისგან ავტომატს ააწყობს და ყველას სწრაფად აუხსნის, როგორ უნდა იცხოვრონ და იმუშაონ ისე, რომ საყოველთაო ბედნიერება და კეთილდღეობა სუფევდეს.
ტყუპი - ნატალი კუკი, „ჩარლის ანგელოზები“
ტყუპი მარტო თავს ვერაფერს გაართმევს და აუცილებლად სჭირდება მეგობრები. პირველ რიგში იმიტომ, რომ მარტო მოსაწყენია, მეორეც იმიტომ, რომ ტყუპისთვის მხარდაჭერა აუცილებელია. მარტო ყოფნის შემთხვევაში საკითხავია, საერთოდ გადარჩება, თუ არა ვინმე.
კირჩხიბი - სარა კონერი, „ტერმინატორი“
კირჩხიბი დარწმუნებულია, რომ მისი ძალა, მის სისუსტეშია, ამიტომ თავი გმირად არასდროს მოაქვს, ვიდრე მის ოჯახს საფრთხე არ ელის. ხოლო, თუ ელის, მაშინ კირჩხიბი სუპერქალად გადაიქცევა, რომელსაც ნებისმიერი ტერმინატორის განადგურება შეუძლია, შემდეგ კი ყველას არწმუნებს, რომ წარმოდგენა არ აქვს ეს როგორ მოხდა.
ლომი - დეინერის ტარგარიანი, „სამეფო კარის თამაშები“
ლომს თანდაყოლილი სუპერძალა აქვს. მას საკუთარი ხელით არაფრის კეთება არ უწევს, ჰყავს მოშინაურებული მხეცი, რომელიც მისგან მხოლოდ ბრძანებას ელის და ნებისმიერს აღგვის პირისაგან მიწისა. და, თუ ლომი მადლიერებას გამოიჩენს, დრაკონი მისთვის ნებისმიერ ციხესიმაგრეს გაანადგურებს და მისთვის კიდევ ერთ სამეფოს მოიპოვებს.
ქალწული - ჰერმიონა გრეინჯერი, „ჰარი პოტერი“
ქალწულს სამყაროს გადარჩენა ნებისმიერი ხერხით შეუძლია, მაგრამ მაინც ურჩევნია ბიბლიოთეკაში წავიდეს და წაიკითხოს, როგორ აკეთებდნენ ამას სხვები. შემდეგ უცოდინარ გმირებს გაანათლებს. მან პირველივე წუთიდან იცის, როგორ გააკეთოს ეს, თუმცა არავის უმხელს, რადგან სიამოვნების გახანგრძლივება სურს. გმირები მონდომებით ემზადებიან -ამის ცქერა კი ძალიან სასიამოვნოა!
სასწორი - კიტნეს ევერდინი, „შიმშილის თამაშები“
სასწორი ბოლო წუთამდე დარწმუნებული არ არის, სურს, თუ არა გმირობა. ერთის მხრივ ეს ძალიან მაგარია, თუმცა მეორეს მხრივ - გმირები ხანდახან კვდებიან. ის მანამდე იფიქრებს, ვიდრე ბედისწერა თავად არ ეტყვის: ან იმოქმედე ან დანებდი - მეორე შანსი აღარ იქნება. მაშინ სასწორი მოკლე დროში შეუძლებელს შეძლებს, ამოისუნთქავს და დამშვიდდება.
წაიკითხეთ სრულად