თუკი ჩვენი საიტის ერთგული მკითხველი ხართ და ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზებს აქტიურად ადევნებთ თვალს, ალბათ, გეცოდინებათ, რომ მარტის 23 რიცხვიდან აზროვნებისა და კომუნიკაციის "კურატორი" პლანტა - მერკური უკანმავალი, ანუ რეტროგრადული გახდა.
რაც იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო, წარსულში დაუსრულებელ საქმეებს, გაურკვეველ ან ბოლომდე გაუაზრებელ ინფორმაციას, ადამიანებსა და მოვლენებს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ, რათა საბოლოოდ გავერკვეთ სიტუაციაციაში. სამაგიეროდ, მერკურის რეტროგრადულობის დროს ნამდვილად არ ღირს ახალი პროექტების წამოწყება. საერთოდ, ბევრი "არ ღირს" არსებობს, რომელსაც რეტრო მერკურის პერიოდში უნდა გათვალისწინება. ისევ და ისევ საიმისოდ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლები შეფერხება და იმედგაცრუება შეგვხვდეს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში.
მაშ ასე, რა სახის ქმედებები გვეკრძალება რეტრო მერკურის პერიოდში:
1. ახალი ტექნიკის შეძენა - შესაძლოა, თქვენი შენაძენი რეკორდულ დროში გამოვიდეს მწყობრიდან, აღმოაჩნდეს ქარხნული წუნი ან რაიმე ტიპის დაზიანება.
2. შოპინგზე სიარული - მერწმუნეთ, რეტრო მერკურზე შეძენილი სამოსი და ნივთები, სამომავლოდ თაროზე დიდი ხნით შემოსადებად იქნება განწირული.
3. მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა და შეთანხმება - რეტრო მერკურზე მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება, სამომავლოდ აუცილებლად დაექვემდებარება ცვლილებებს. გაასწორებს მერკური მოძრაობას და შეთანხმების დეტალები შეიცვლება.
4. ქირურგიული ჩარევა - ჩამოთვლილი პლანეტების რეტროგრადულობის პერიოდში (მერკური, მარსი, ვენერა) ასტროლოგები კატეგორიულად არ გვირჩევენ ქირურგიული ოპერაციების დაგეგმვას. იმიტომ, რომ სიტუაცია სამომავლოდ არაერთგზის გართულდება და შესაძლოა, გამოჯანმრთელებაც რიგი ფაქტორების გამო გაჭირდეს. საქმეს ართულებს ისიც, რომ ამჯერდ მერკური ქალწულის ზოდიაქოშია, რომელიც თავის მხრივ, მედიცინის სფეროს შეესაბამება. ეს კარგი დროა პროფილაქტიკური მკურნალობის ჩასატარებლად და უკვე არსებული ჯანმრთელობის პრობლემების დასარეგულირებლად. გაგრძელება