გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში აზროვნება-კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური უკუღმა ბრუნავს, ამასთან ერთად, კვირის დასაწყისში მას დაძაბული ასპექტები ექნება აგრესიულ პლანეტა მარსთან და რაციონალურ სატურნთან.
ჩვეულებრივი მოვლენების ენაზე ეს შესაძლოა გამოვლინდეს იმაში, რომ კვირა ერთობ დაძაბულად დაიწყება. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები, ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა გზაზე, ტექნიკისა და ელექტროხელსაწყოების მწყობრიდან გამოსვლა და ა.შ. მერკურისა და მარსის კვადრატურა ადამიანებს განაწყობს აგრესიული კამათისკენ, ხოლო სატურნთან კვადრატი ამ ყველაფერს დაუმატებს იმას, რომ გაძლიერდება სურვილი, არ დაემორჩილონ მიღებულ ნორმებსა და ჩარჩოებს.
მატულობს ზემდგომებთან კონფლიქტის ალბათობა. დაძაბულობა იქნება ასევე ასაკით უფროს და უხუცეს ადამიანებთან ურთიერთობაში. ამ ყველაფერთან ერთად ცაზე აქტიურია ორი "ბოროტი" პლანეტის, მარსისა და სატურნის შეერთება, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს კონფლიქტებს, სიჯიუტეს, უაპელაციო პრინციპულობას და ა.შ. ამიტომ კვირა მაქსიმალურად დიპლომატიურად უნდა დაიწყოთ. განეწყვეთ გარშემო მყოფების მიმართ მეგობრულად, მიიღეთ, მოისმინეთ და რაც მთავარია, კარგად გაიაზრეთ თანამოსაუბრეების აზრი. ნუ წამოიწყებთ კონფლიქტს, თუ ამის აუცილებლობას ხედავთ კიდეც. ეცადეთ, ნებისმიერი დაძაბულობა მეგობრული და კოლეგიალური გზით გადაჭრათ. გაითვალისწინეთ, რომ მიმდინარე პერიოდს ცეცხლოვანი და აგრესიული ვერძის თანავარსკვლავედი მართავს - თანაც, პლანეტების თავმოყრა ცაზე ერთობ სტრესულია. ამიტომ მთელი კვირის მანძილზე მხოლოდ მშვიდ, ობიექტურად მოაზროვნე და ლოიალურ ადამიანებს გაუმართლებთ.
გაგრძელება