ზოდიაქოს რომელ ნიშანთან გექნებათ რომანი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან გექნებათ რომანი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ
დამეთანხმებით ალბათ, არსებობს ამქვეყნად სასიყვარულო ისტორიები, რომელიც გარკვეულ ფატალიზმს ეფუძნება. ორი ადამიანი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებს, თუმცა, ერთად ყოფნაც მათთვის დიდი ომი და გამოწვევაა. დღეს გვინდა ზუსტად ასეთ წყვილებზე გესაუბროთ და გითხრათ, ვისთან შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის რომანი საბედისწერო.

ვერძი - მორიელი უძლიერესი სექსუალური მიზიდულობის მიუხედავად, ამ წყვილში მოსალოდნელია მუდმივი ომი
ძალაუფლების გამო. ეჭვიანი მორიელი და თავნება ვერძი აუცილებლად დაეჯახებიან ერთმანეთს "რქებით", რაც საბოლოოდ მორიელის გამარჯვებით დასრულდება.

კურო - მშვილდოსანი მესაკუთრე, სტაბილურობის მოყვარული კურო წყობიდან შეიძლება გამოიყვანოს თავქარიანმა და აბსოლუტურად უკონტროლო მშვილდოსანმა. მათი სიყვარული შეიძლება იყოს მძაფრი, ინტენსიური, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ამ წყვილს ნაკლებად გამოუვა ხასიათებში მკვეთრი განსხვავების გამო.

ტყუპი - თხის რქა ერთ-ერთი რთული წყვილია. თავქარიან, მარტივ ტყუპს თხის რქა ათასნაირ შეზღუდვებს დაუწესებს. ის აუცილებლად ეცდება საკუთარ თავზე მოირგოს ტყუპი, რაც, რაღა თქმა უნდა, უშედეგო მცდელობაა.

კირჩხიბი - მერწყული მათ შორის დაწყებული დიდი სიყვარული ხშირად სიძულვილში გადაიზრდება. მერწყული თავიდანვე შეეცდება მართოს კირჩხიბი, რაც ამ უკანასკნელში ეჭვებსა და გაუცხოებას გამოიწვევს. მერწყული ვერასოდეს შეძლებს გაიგოს კირჩხიბის სენსიტიური ბუნება და ხშირად მიაყენებს მას გამოუსწორებელ დარტყმას თავმოყვარეობაზე.

ლომი - თევზები ამ ორის ურთიერთობა ე.წ. "ცივი ომის" ფონზე ვითარდება. ამაყი და ცოტა უტაქტო ლომი, ხშირად მიაყენებს ტკივილს ემოციურად ლაბილურ თევზებს. ის კი თავის მხრივ აუცილებლად ჩაიკეტება და ომს დუმილის ფონზე გამოუცხადებს, რის გამოც ლომი თავს საშინლად დამნაშავედ იგრძნობს. თუმცა, მათ არასოდეს მიეცემათ გულახდილად საუბრის საშუალება.

ქალწული - ვერძი ქალწული ბუნებით მშენებელი და შემგროვებელია, ვერძი კი თავის მხრივ ყოველთვის "დაანგრევს" მის აგებულს; როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამასთან ერთად, ვერძი ქალწულის მეწვრილმანეობას გამოჰყავს წყობიდან, ქალწულს კი არასოდეს ელევა შენიშვნები ვერძის ინფანტილურობის გამო.

სასწორი - კურო მათ ერთად ყოფნას არ აქვს პერსპექტივა, იმიტომ რომ არასოდეს გამოსდით პრობლემებს გაუმკლავდნენ შეთანხმებულად და ერთობლივად. მათი ცხოვრებისეული ფასეულობები და პრიორიტეტებიც აბსოლუტურად განსხვავებულია. გაგრძელება

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუაზე?
10:28 / 26-04-2018
მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია "იმედში" უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ია ფარულავა ფადი ასლისთან ურთიერთობას სკანდალურ შოუში გაარკვევს
11:47 / 19-04-2018
მსახიობი ია ფარულავა ეკრანზე მაისიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სკანდალური შოუთი ბრუნდება.
"მეც მეზიზღებით, სხვა სკოლაში გადავდივარ" - ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილს სკოლაში კონფლიქტი აქვს?
15:44 / 17-04-2018
ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი ანასტასია ხაჩიძე სკოლიდან გადადის.
მიმი შელიას მეხუთე შეყვარებული რუსი ვარსკვლავია - ვინ იყვნენ მოდელის ყოფილი მამაკაცები
16:22 / 18-03-2018
ინსტაგრამ ვარსკვლავი მიმი შელია, სანამ საყოველთაო პოპულარობას მოიპოვებდა, ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას მეუღლე გახლდათ და საქართველოში სწორედ ასე გაიცნეს.
თიკა ფაცაცია ქმართან ერთად ისრაელში გამართულ წვეულებაზე (ფოტო)
11:25 / 15-03-2018
ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივ ფორმაშია.
რა რომანტიკული კომენტარი დაუწერა გუფიმ ქეთას
15:05 / 13-03-2018
ქეთა თოფურია და გუფი ერთმანეთის მიმართ გრძნობებს აღარ მალავენ. რეპერმა ამ დღეებში Instagram-ზე მომღერლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს რომანტიკული კომენტარი დაუწერა.
თამო ვაშალომიძეს მილიონერმა ქმარმა 8 მარტს დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო
14:07 / 09-03-2018
მოდელმა და ახალბედა დედამ, თამო ვაშალომიძემ 8 მარტი მეუღლესთან ერთად გაატარა. ბიზნესმენმა ქმარმა მას რომანტიკული ვახშამი მოუწყო და არც საჩუქრების გარეშე დაუტოვებია საყვარელი ქალი.
შორენა ბეგაშვილმა 8 მარტი მილიონერ შეყვარებულთან ერთად გაატარა (ფოტო)
14:05 / 09-03-2018
მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა 8 მარტი საყვარელ მამაკაცთან ერთად გაატარა.
"კახასთან ჯვარი არ მაქვს დაწერილი... კაბაც მზადაა, დიდი სუფრაც არ მინდა, მაგრამ..." - ანუკი არეშიძის გულახდილი ინტერვიუ
15:32 / 06-03-2018
თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად ჟურნალ Tatler-ის რუსულ ვერსიას უმასპინძლა. წყვილმა ჟურნალისტები თბილისის გარეუბანში მდებარე სამსართულიან კერძო სახლში მიიღო.
"საგულდაგულოდ დამალული ვიპოვე" - შორენა ბეგაშვილმა სახლში ჯადო იპოვა
15:49 / 02-03-2018
მსახიობ შორენა ბეგაშვილს ჯადო გაუკეთეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და გასაღების ფოტოს აქვეყნებს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31