როგორი იქნება აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის
როგორი იქნება აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ზაფხულის ბოლო და ყველაზე ცხელი თვე შედის ძალაში. თუმცა წლევანდელი აგვისტო ასტროლოგიური კუთხითაც ერთი-ერთი ყველაზე ცხელი და მოვლენებით გადატვირთული იქნება. ამიტომ მისთვის უკვე ივლისიდან უნდა მოვემზადოთ როგორც მორალურად, ისე ფსიქოლოგიურად.

აგვისტოში რიგით მეორე დაბნელებების კორიდორი იწყება ამ წელს. 7 აგვისტოს მთვარის, ხოლო 21 აგვისტოს მზის დაბნელებას ველით. თუმცა, შუალედში პლანეტა მერკურის რეტროგრადული ფაზაც "გაგვახარებს". დაბნელებების შესახებ ჩვენს საიტზე არაერთი სტატია გამოქვეყნებულა. თუმცა, მათთვის, ვინც არ იცის, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მზისა და მთვარის დაბნელება საკმაოდ რთული და ემოციურად დაძაბული პერიოდებია
ასტროლოგიური კუთხით. ამიტომ თავად ეს დღეები და მათ შორის შუალედიც მაქსიმალური სიმშვიდითა და წინდახედულობით უნდა გაატაროთ. სასურველია, აგვისტოს თვე პასიურად გაატაროთ. ასევე აუცილებელია, რომ დიდი სიფრთხილითა და წინდახედულობით მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მით უმეტეს, რომ ამ თვეში კარდინალური ცვლილებების ალბათობა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში იქნება მოსალოდნელი.

დაბნელების რთულ ენერგეტიკას, თავის "საწვავს" რეტროგრადული მერკურიც დაუმატებს, 13 აგვისტოდან თითქმის სექტემბრის დასაწყისამდე. მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში კი არ ღირს ახალი და მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. სასურველია, ამ პერიოდში უკვე არსებული, შეფერხებული ან მიტოვებული პროექტების განახლება-გაცოცხლებას მიჰყოთ ხელი. ნაკლებად სახარბიელოა ასევე 13 აგვისტოს შემდგომი პერიოდი ხანგრძლივი მოგზაურობისა და საქმიანი მივლინების დასაგეგმად. არ შეიძინოთ ტექნიკა, არ წამოწყოთ რემონტი, ნუ შეიცვლით საცხოვრებელ ადგილს. ყურადღება და გულისხმიერება გამოიჩინეთ ახლო ნათესავების, და-ძმების, თანამშრომლების მიმართ, იმიტომ, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში, ჩვენი მათთან ურთიერთობები აუცილებლად გაივლის გამოცდას.

მაგრამ ამასთან ერთად, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ძველი ურთიერთობების აღდგენა-განახლების შანსიც გაჩნდება. მერკურის რეტროფაზა რეალურად იძლევა წარსულში ამა თუ იმ სახის ურთიერთობებში დაშვებული შეცდომების გამოსწორების რეალურ საშუალებას.

ძალიან ნაყოფიერი, დინამიკური და მოვლენებით სავსე იქნება აგვისტო ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. ლომები, ვერძები და მშვილდოსნები რეალურად შეძლებენ ამ თვეში საკუთარი ძალების, უპირატესობისა და ნიჭიერების დემონსტრირებას. ამ ადამიანებს საშუალება მიეცემათ, გამოავლინონ ლიდერული თვისებები და ბრძოლისუნარიანობა, რითაც დიდ პატივისცემას დაიმსახურებენ გარშემო მყოფთა თვალში.

რთული შეიძლება იყოს აგვისტო კუროსა და მორიელის ნიშნებისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მოეთხოვებათ მაქსიმალურად აკონტროლონ ფინანსური სახსრები, მოერიდონ გადამეტებულ ხარჯებს. ასევე, დაზოგონ ფიზიკური ძალები და არ გადაიღალონ სამსახურში.

კირჩხიბები და თევზები აგვისტოში მატერიალური მდგომარეობის რეალურად გაუმჯობესების შანსებს მიიღებენ. თუმცა, სასურველია, ეს ადამიანები ერიდონ გადამეტებულ "ვორკოჰოლიკობას" და შრომასა და დასვენებას შორის სწორი ბალანსის დაცვა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტემბერში მათ აუცილებლად შეაწუხებთ ჯანმრთელობა.
გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
10:06 / 23-05-2018
მართალია, მამაკაცების 99% თავს ქალის ფსიქოლოგიის მცოდნე უბადლო ექსპერტად მიიჩნევს, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც - სანახევროდ.
10:03 / 18-05-2018
ნებისმიერ ჩვენგანს განსხვავებული ხასიათი გააჩნია და ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც შესაბამისად, განსხვავებული გვაქვს.
10:06 / 17-05-2018
თუკი გსურთ, რომ ქალი მამაკაცით დააინტერესოთ, უთხარით, რომ ამ მამაკაცს საეჭვო წარსული აქვს“ – წერდა თავის დროზე "დეტექტივების დედოფლად" წოდებული, უდიდესი მწერალი ქალი აგათა კრისტი.
10:00 / 16-05-2018
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ პარტნიორების ცვლის მოთხოვნილებაზე პასუხს აგებს ის კონკრეტული სტიქია, რომელსაც ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი განეკუთვნება.
10:36 / 15-05-2018
ქალები, თუ ყველა არა, მათი დიდი ნაწილი მაინც, თავგამოდებით და გამუდმებით დაეძებენ ნამდვილ სიყვარულს.
10:15 / 11-05-2018
ქალები, იმის მიხედვით, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანს განეკუთვნებიან, გამოირჩევიან ხასიათის განსხვავებული თვისებებით.
10:47 / 10-05-2018
არც ერთი თავმოყვარე ქალი, ურთიერთობის საწყის ეტაპზე მაინც, არ აჩენს "კლანჭებს" და მამაკაცს არ აგრძნობინებს, რომ ეჭვიანი ან მესაკუთრეა.
09:42 / 09-05-2018
ვარსკვლავები არამხოლოდ ჩვენს ბედს განაგებენ, მამაკაცების გულის დაპყრობის ხერხებსაც გვასწავლიან ქალებს.
09:46 / 08-05-2018
ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად.
10:02 / 04-05-2018
მართალია, მამაკაცების 99% თავს ქალის ფსიქოლოგიის მცოდნე უბადლო ექსპერტად მიიჩნევს, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუაზე?
10:28 / 26-04-2018
მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია "იმედში" უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ია ფარულავა ფადი ასლისთან ურთიერთობას სკანდალურ შოუში გაარკვევს
11:47 / 19-04-2018
მსახიობი ია ფარულავა ეკრანზე მაისიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სკანდალური შოუთი ბრუნდება.
"მეც მეზიზღებით, სხვა სკოლაში გადავდივარ" - ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილს სკოლაში კონფლიქტი აქვს?
15:44 / 17-04-2018
ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი ანასტასია ხაჩიძე სკოლიდან გადადის.
მიმი შელიას მეხუთე შეყვარებული რუსი ვარსკვლავია - ვინ იყვნენ მოდელის ყოფილი მამაკაცები
16:22 / 18-03-2018
ინსტაგრამ ვარსკვლავი მიმი შელია, სანამ საყოველთაო პოპულარობას მოიპოვებდა, ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას მეუღლე გახლდათ და საქართველოში სწორედ ასე გაიცნეს.
თიკა ფაცაცია ქმართან ერთად ისრაელში გამართულ წვეულებაზე (ფოტო)
11:25 / 15-03-2018
ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივ ფორმაშია.
რა რომანტიკული კომენტარი დაუწერა გუფიმ ქეთას
15:05 / 13-03-2018
ქეთა თოფურია და გუფი ერთმანეთის მიმართ გრძნობებს აღარ მალავენ. რეპერმა ამ დღეებში Instagram-ზე მომღერლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს რომანტიკული კომენტარი დაუწერა.
თამო ვაშალომიძეს მილიონერმა ქმარმა 8 მარტს დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო
14:07 / 09-03-2018
მოდელმა და ახალბედა დედამ, თამო ვაშალომიძემ 8 მარტი მეუღლესთან ერთად გაატარა. ბიზნესმენმა ქმარმა მას რომანტიკული ვახშამი მოუწყო და არც საჩუქრების გარეშე დაუტოვებია საყვარელი ქალი.
შორენა ბეგაშვილმა 8 მარტი მილიონერ შეყვარებულთან ერთად გაატარა (ფოტო)
14:05 / 09-03-2018
მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა 8 მარტი საყვარელ მამაკაცთან ერთად გაატარა.
"კახასთან ჯვარი არ მაქვს დაწერილი... კაბაც მზადაა, დიდი სუფრაც არ მინდა, მაგრამ..." - ანუკი არეშიძის გულახდილი ინტერვიუ
15:32 / 06-03-2018
თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად ჟურნალ Tatler-ის რუსულ ვერსიას უმასპინძლა. წყვილმა ჟურნალისტები თბილისის გარეუბანში მდებარე სამსართულიან კერძო სახლში მიიღო.
"საგულდაგულოდ დამალული ვიპოვე" - შორენა ბეგაშვილმა სახლში ჯადო იპოვა
15:49 / 02-03-2018
მსახიობ შორენა ბეგაშვილს ჯადო გაუკეთეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და გასაღების ფოტოს აქვეყნებს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი