ხშირად გაქვთ მსგავსი ფიქრები: "ყველაფერი ისე კარგად დაიწყო, ალბათ, ცუდად დამთავრდება"; "იმდენად კარგია, რომ შეუძლებელია სიმართლე იყოს" - მაშინ თქვენ "შეროფობია" გქონიათ.
ეს ტერმინი ბერძნული სიტყვისგან წარმოიშვა, როცა მუდმივი შიშის გამო ადამიანს ბედნიერებით სრული ტკბობა არ შეუძლია.
ზოგიერთი ფსიქოლოგი ასეთ მდგომარეობას საშიშსაც უწოდებს. ადამიანი უბედური არაა, მაგრამ როგორც კი სასიამოვნო მოხდება მის ცხოვრებაში, შიშობს, რომ მას უბედურებაც ფეხდაფეხ მოსდევს.
ფსიქიატრმა კერი ბარონმა შეროფობიის შემდეგი სიმპტომები ჩამოაყალიბა. ნახეთ, თუ გახასიათებთ ისინი:
შიში, როცა მიიღეთ მიწვევა წვეულებაზე, სადაც ბევრი ხალხი შეიკრიბება.
აიგნორებთ შესაძლებლობებს, რომლებსაც პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში, რათა "საფასურის" გადახდა მოგიწევთ.
უარს ამბობს გასართობ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე.
დარწმუნებული ხართ, რომ ბედნიერების საფასური მუდამ უსიამოვნებით უნდა გადაიხადოთ.
გწამთ, რომ ბედნიერების/სიხარულის ღიად გამოხატვა თქვენ ან თქვენს ოჯახს უსიამოვნებას მოგიტანთ.
დარწმუნებული ხართ, რომ ბედნიერების მოპოვების ყველა საშუალების გამოყენება შედეგს არ მოგიტანთ.
რუსუდან გელაშვილი