მომღერალმა ქეთა თოფურიამ ახალშობილის ფოტო პირველად სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" გაავრცელა.
ეს ქეთას გარკვეული ინტრიგა იყო, რადგან ფოტოში მხოლოდ ბავშვის ფეხები ჩანდა, ცოტა მოგვიანებით კი, ქეთამ ბავშვის მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა. "ლივი და ლევი, ბედნიერი მამა!!!", - წერს "ა სტუდიოს" სოლისტი. "ინსტაგრამზე" მომღერლის მისამართით მილოცვები არ წყდება, პატარას და მის დედას საუკეთსო სურვილებს უგზავნიან.
შეგახსენებთ, რომ ქეთა თოფურიამ გუშინ, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში იმშობიარა. მშობლებმა პატარას ოლივია დაარქვეს.