მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის ხასიათზე მხოლოდ გენეტიკა კი არა, დაბადების თვეც ახდენს გავლენას. გადახედეთ თქვენი დაბადების თვის ახსნას და დასკვნები თავად გამოიტანეთ.
იანვარში დაბადებულები ამბიციურ, შრომისმოყვარე და მართალ ადამიანებად ითვლებიან. ჰიპერ-დაკვირვებულები არიან. უყვართ ველური ბუნება. არიან ჭკვიანები, გამოირჩევიან ინტელექტუალური დონით და სამსახურში შეუცვლელი თანამშრომლები არიან. თუმცა, ხშირად არიან ინტროვერტები.
თებერვლის შვილები ჭკვიანები და თავისუფლების მოყვარეები არიან. ბავშვობაში სხვა პატარებისგან სიჯიუტი გამოირჩევიან. დიდობაში კი ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებენ. თავგადასავლების მოყვარულები, თამამები, ამბიციურები და მიზანდასახულები არიან. თუ ვინმე შეუყვარდებათ, მთელი გულით, თუ შესძულდებათ - სამუდამოდ.
მარტის გოგო-ბიჭები საოცრად მეოცნებეები არიან. მორიდებულები და მეგობრულები, ბუნებრივები და მართლები. თუ მარტში დაიბადეთ, სხვების დასახმარებლად უფრო მალე გამონახავთ დროს დახმარებისთვის, ვიდრე საკუთარი თავისთვის. ბავშვობაში არასდროს მოატყუებს მშობელს, დიდობაში კი სიმშვიდეს შეინარჩუნებს, როცა მიხვდება, რომ დააიგნორეს.
აპრილში ძლიერი პიროვნებები იბადებიან. მიზანდასახულები და მამაცები არიან. ბავშვობიდან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუმცა, უარყოფითი მხარეც აქვთ, ზედმეტად ეჭვიანები არიან და არც შურისძიების გრძნობას მოერიდებიან.
ძალაუფლების მოყვარული ადამიანების დიდი ნაწილი მაისშია დაბადებული. მაისელი შეიძლება ადვილად გაცეცხლდეს, თუ გარშემო მყოფებმა მისი გადაწყვეტილება დააიგნორეს. მეორე მხრივ სხვათა გასაჭირს გულგრილად ვერ დატოვებენ და მუდამ ეცდებიან გაჭირვებულის დახმარებას. საქმიანობაში მათზე ერთგულ თანამშრომელს ვერსად იპოვით. უყვართ მოგზაურობა, კულტურული ღონისძიებები, აგრეთვე, ლიტერატურა და ხელოვნება.
ივნისში დაბადებულები ინტელექტუალური შესაძლებლობებით გამოირჩევიან. ხშირად მეოცნებეები და ფილოსოფოსები არიან. კარგი მანერები აქვთ, იუმორის გრძნობა და გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა არ უჭირთ. ივნისში დაბადებულები ხშირად არიან მგრძნობიარე და დახვეწილი პიროვნებები.
მგრძნობიარე, ემოციური და სენტიმენტალური ადამიანები ივლისში იბადებიან. უყვართ გარშემო მყოფებზე ზრუნვა. თუმცა, ხშირად არიან ჭირვეულები, ტემპერამენტიანები და ზოგჯერ ამოუცნობები.
აგვისტოს შვილები უშიშარი ადამიანები არიან. ისინი მუდამ იბრძვიან ძალაუფლებისა და პირველობისთვის. აქვთ ლიდერის თვისებები, არიან საოცრად ამაყები და გარშემო მყოფებისგან მუდმივ მორჩილებასა და ყურადღებას ითხოვენ.
დისციპლინა, ორგანიზებულობა და დაკვირვებულობა სექტემბერში დაბადებულების მთავარი ღირსებაა. ისინი ფრთხილები არიან და გეგმების წინასწარ შედგენა უყვართ. აკრიტიკებენ ყველას, ვინც მათთნაირი არ არის. საკუთარი გრძნობების გამომზეურება არ უყვართ, მაგრამ საოცრად ერკვევიან გარშემო მყოფების გრძნობებში.
თუ ოქტომერში დაიბადეთ, თქვენთვის ცხოვრების დიდი ნაწილი (თუ მთელი არა) ერთ დიდ წვეულებას წარმოადგენს. ემოციური ადამიანი ხართ, გიყვართ გარშემო მყოფებთან ლაქლაქი. ზოგჯერ კი შურისა და ეგოიზმის ტალღა შემოგიტევთ ხოლმე.
ნოემბერში დაბადებული გოგო-ბიჭები მიზანდასახულები და გონიერები არიან. იციან ეს, თუმცა, მუდმივად საჭიროებენ მშობლებისა და უფროსის შექებას. ბავშვობიდან დამოუკიდებლები არიან. ზოგჯერ კი გაჯიუტდებიან და არავის მოსმენა არ სურთ.
წელიწადის ბოლო თვეს, დეკემბერში დაბადებულებს საოცარი იუმორის გრძნობა და სტილის შეგრძნება აქვთ. მათ ადვილად შეუძლიათ თავი შეაყვარონ გარშემო მყოფებს. უყვართ თამაში, დროის მხიარულად ტარება. თუმცა, მათი ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება თითქმის შეუძლებელია. რაც უარყოფთად აისახება მათ კარიერაზე. ახასიათებთ ხასიათის ცვალებადობა. თუმცა, თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ დეკემბრის შვილების გვერდით არასდროს მოიწყენთ.