29 მეთოდი, გამოვფხიზლდეთ ყავისა და სხვა ენერგეტიკული საშუალებების გარეშე
29 მეთოდი, გამოვფხიზლდეთ ყავისა და სხვა ენერგეტიკული საშუალებების გარეშე
დაიმახსოვრეთ, რაც მეტი სინათლეა თქვენ ირგვლივ, მით მხნედ და ფხიზლად გრძნობთ თავს.
თუ მთელი დღე ბნელ ოთახში ზიხართ, გასაკვირი არ არის, რომ სულ გეძინებათ. გადასწიეთ ფარდები, ჩართეთ ნათურები და მაშინვე იგრძნობთ ძალების მოზღვავებას.
1. გადით გარეთ. სუფთა ჰაერზე გატარებული რამდენიმე წუთიც კი  გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ.

2.
დაიზილეთ ყურის ბიბილოები. უცნაურია, მაგრამ ეს
მარტივი პროცედურა მართლაც აფხიზლებს...

3.
მოიღიტინეთ სასაზე ენით. იგრძნობთ ცოტა უცნაურს, მაგრამ გამომაფხიზლებელ ეფექტს.

4.
დაურეკეთ ახლო მეგობარს. ჯერ ერთი, ეს აგიმაღლებთ განწყობას, მეორე, არაფერი ისე არ აფხიზლებს, როგორც ცოცხალი ურთიერთობა.

5.
ჟოლო, ვაშლი, ფორთოხალი და გრეიპფრუტი ენერგიით აგავსებთ – ამიტომაც წასახემსებლად უპირატესობა ხილს მიანიჭეთ.

6.
მოუსმინეთ ენერგიულ მუსიკას. თუ სიტყვებიც იცით – აჰყევით; თუ სურვილი გაქვთ – იცეკვეთ კიდეც.

7.
დადექით ფეხის წვერებზე და შეეცადეთ, გაჩერდეთ ამ მდგომარეობაში, რაც შეიძლება დიდხანს.

8.
უყურეთ საყვარელი შემსრულებლის კლიპს, მულტფილმს, რომელიც ბავშვობაში ძალიან გიყვარდათ; წაიკითხეთ კარგი წიგნი.

9.
დრო დაუთმეთ იმას, რაც შთაგაგონებთ.

10.
საუკეთესო გამოსაფხიზლებელი საშუალება გულიანად სიცილია. ამიტომაც უყურეთ სასაცილო ვიდეოს, წაიკითხეთ იუმორისტული კომიქსი. სიცილი თქვენი გონების სტიმულაციას შეუწყობს ხელს.

11.
დარწმუნდით, რომ ოთახი, სადაც იმყოფებით, კარგად განიავებულია.

12.
რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ კისერი.

13.
თუკი მაინც ვერ იშორებთ ძილიანობას, ჩაწუწნეთ მენთოლიანი შაქარყინული ან დაღეჭეთ საღეჭი რეზინი.

14.
ჰაერზე 2-წუთიანი გასეირნებაც კი შეგმატებთ ძალებს. თუ ოფისში მუშაობთ, გაიარეთ დერეფანში, გადით ქუჩაში; იხტუნეთ ადგილზე. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა აგიმაღლებთ ტონუსს.

15.
დააკავეთ ტვინი. შეადგინეთ მეორე დღის გეგმა ან ამოხსენით კროსვორდი. ეს გაააქტიურებს თქვენს აზროვნებას და გამოგაფხიზლებთ.

16.
დალიეთ ცივი წყალი. ასევე, შეგიძლიათ დაისველოთ საფეთქლები. ეს მეთოდიც გამოგაფხიზლებთ.

17.
კარგად დაგეგმეთ წინასწარ სამუშაო დღე, სანამ შეუდგებოდეთ საქმეს. როცა ყველაფერი თავის ადგილზე გაქვთ, ნაკლები ენერგია გეხარჯებათ.

18.
რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ. ღრმა სუნთქვა ამაღლებს ჟანგბადის დონეს სისხლში და ეხმარება სტრესის მოხსნაში.

19.
რა თქმა უნდა, არაფერი ისე არ გამოგაფხიზლებთ, როგორც დილის გამამხნევებელი ვარჯიში. ის შეიძლება სულ მარტივი და ელემენტარული იყოს. იმისათვის, რომ მთელი დღე აქტიური იყოთ, დილით 15-წუთიანი ვარჯიშიც საკმარისი იქნება.

20.
იკვებეთ სწორად და დღის განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ მაინც.

21.
რაიმე ჰობი გაქვთ? საყვარელი საქმიანობა გაგართობთ და სწრაფად მოგიხსნით დაღლილობას.

22.
დაიზილეთ საფეთქლები.

23.
გამუდმებით დაღლილობის შეგრძნება გაქვთ? შესაძლოა, მიზეზი იმაშია, რომ არაფერი შთაგაგონებთ. სცადეთ მოირგოთ ალტრუისტის როლი. კეთილი საქმის კეთება გაგაბედნიერებთ.

24.
იმის შეგრძნება, რომ თქვენი ცხოვრება ფუჭად არ მიედინება, უამრავ დადებით ემოციას მოგცემთ და ძალებსაც შეგმატებთ.

25.
გიყვართ შუაღამისას უმიზნოდ არხიდან არხზე ტელევიზორის გადართვა ან სხვადასხვა ვებ-საიტის ფურცვლა? გვერწმუნეთ, აჯობებს, ეს დრო კარგად გამოძინებაში დახარჯოთ.

26.
გაიჭიმეთ. დადექით ცერებზე და შეეცადეთ, ხელის წვერებით ჭერისკენ აიზიდოთ ისე, რომ ყოველი ძვალი და კუნთი დაიჭიმოს. გადაიხარეთ მარჯვნივ, მარხნივ, წინ და უკან.

27.
ჩათვლიმეთ თუნდაც 15 წუთი. უცნაურია, მაგრამ ხანდახან ეს საკმარისია იმისათვის, რომ დაისვენოთ.

28.
შეამცირეთ ენერგეტიკული სასმელებისა და ყავის მიღება. ისინი ქმნის ილუზიას, რომ ძალები შეგემატათ, მაგრამ შედეგი უარესია.

29.
არ დაივიწყოთ ვიტამინების შესახებ. ისინი – ენერგიის მთავარი წყაროა თქვენი ორგანიზმისთვის.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ვიდეო სიახლეები
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი