რა საჩუქრით გავახაროთ საყვარელი ქალი ვალენტინობის დღესასწაულზე
რა საჩუქრით გავახაროთ საყვარელი ქალი ვალენტინობის დღესასწაულზე
მართალია, მამაკაცების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალებმა ხშირად თავად არ იციან, რა სურთ ან რატომ,

მაგრამ როცა საქმე საჩუქრებს ეხება, მერწმუნეთ, სუსტი სქესის ყველა წარმომადგენელმა ზედმიწევნით იცის, კონკრეტულად რა სახის საჩუქარი გაუხარდება საყვარელი ადამიანისგან დღესასწაულზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც აქტიურად დამკვიდრდა, როგორც "შეყვარებულების დღე" - დიახ, სწორად მიმიხვდით, საუბარი ვალენტინობაზე მაქვს. თოთხმეტი რიცხვიც სულ მალე მოვა.. ჰოდა, უპრიანი იქნება, თუ თადარიგს ცოტა ადრე დაიჭერთ, ძვირფასო მამაკაცებო.


ვერძი
მას პრაქტიკული საჩუქრები უყვარს. აჩუქეთ ორიგინალური დიზაინის სათვალე, ლამაზი შარფი, სპა-სალონის ან სოლარიუმის აბონემენტი,
დაგეგმეთ ქალაქგარეთ მასთან ერთად რომანტიკული უიქენდი. იგი, უბრალოდ, აღფრთოვანდება ამით.

კურო
კუროსთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება ძვირად ღირებული კოსმეტიკის ნაკრები, ძვირფასი ქვებით გაწყობილი მასიური სამაჯური ან კულონი; ასევე, სადილი რესტორანში, სადაც ქალაქის საუკეთესო შეფ-პოვარი ამზადებს კერძებს.

ტყუპები
ტყუპების აღფრთოვანება რომ დაიმსახუროთ, აჩუქეთ მას უახლესი მოდელის მობილური ტელეფონი ან აიპადი. მას ასევე გაახარებს სამკაულების ნაკრები ან ლამაზი ხელჩანთა.

კირჩხიბი
კირჩხიბის გული თუ გინდათ მოიგოთ, მას აუცილებლად უნდა აჩუქოთ ძვირად ღირებული სუვენირი, რომელსაც იგი თაობებს შეუნახავს, როგორც რელიქვიას. სასურველია, ეს ნივთი იყოს ხელნაკეთი.

ლომი
ლომისთვის საჩუქრის შეძენა თქვენს ბიუჯეტს საკმარისზე მეტად შეარყევს. ეს იმიტომ, რომ იაფფასიანი ნივთის ჩუქების შემთხვევაში, ძუ ლომის მხრიდან პატივისცემას უმალ დაკარგავთ. აჩუქეთ მას დახვეწილი დიზაინის მქონე ოქროს სამკაული, მიიწვიეთ კარგ სპექტაკლზე ან გაანებივრეთ მდიდრულ რესტორანში ვახშმით.

ქალწული
თუ გინდათ, ქალწული გაახაროთ, აჩუქეთ მას რაც შეიძლება კარგი ხარისხის კოსმეტიკური ნაკრები ან ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ფასდაკლებით ვიზიტის აბონემენტი. მას ასევე გაახარებს ძვირად ღირებული თეთრეულის კომპლექტიც. 

იხილეთ სრულად: astrologi.ge
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი