ვარსკვლავები შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ გამართულ წვეულებას მასპინძლობდნენ და ეს ექსცენტრიკული საქციელიც ფულის მოზიდვის მიზნით გააკეთეს. ორი მშვენიერი ქალბატონის კოცნა 35 000 გირვანქა სტერლინგად შეფასდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში, შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებაზე, ჰოლივუდის მსახიობმა შერონ სტოუნმა და სუპერმოდელმა კეიტ მოსმა ერთმანეთს ვნებიანად აკოცეს.
ვარსკვლავები წვეულებას მასპინძლობდნენ და ეს ექსცენტრიკული საქციელიც ფულის მოზიდვის მიზნით გააკეთეს. ორი ლამაზი ქალბატონის კოცნა 35 000 გირვანქა სტერლინგად შეფასდა.
კეიტ მოსის კოცნა ღონისძიებაზე მყოფ მამაკაცებსაც სურდათ, მით უმეტეს, რომ სუპერმოდელს ზედმეტად თამამი შავი ფერის კაბა ეცვა. კეიტი მთელი საღამო ცდილობდა, პაპარაცების საკბილო არ გამხდარიყო და ღრმად ამოჭრილ დეკოლტეს ხელით ისწორებდა. შერონს წითელი კაბა ეცვა. სან-პაულოში შერონი შვილისხელა საყვარელთან ერთად იმყოფებოდა, კეიტი კი საღამოს ქმრის გარეშე ესწრებოდა.