ინდოეთში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, 61 წლის მუკეშ ამბანიმ, რომლის ქონება 41.5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, მუმბაიში მდებარე 27 სართულიანი სახლი სადღესასწაულოდ მორთო. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, მან სახლი ქალიშვილის, იშა ამბანის ქორწილისთვის ასობით სტუმრის გასამასპინძლებლად მოამზადა.
წინასაქორწინო რიტუალების დროს გადაღებულ ფოტოებში ჰილარი კლინტონი და ბიონსეც პოზირებენ. ბიონსემ იშასთვის სპეციალური შოუ მოამზადა.
27 წლის პატარძალს განათლება ბრიტანეთში აქვს მიღებული, მან იელი დაამთავრა. ამბანის რჩეული 33 წლის ბიზნესმენი ანანდ პირამალია, რომლის მამა, ასევე, ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევა.
იშა და ანანდი
მუკეშ და იშა ამბანები პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ჯონასის ქორწილში
ქორწილამდე ორი დღის განმავლობაში საზეიმო წვეულებებს ქალაქ უდაიპურში მასპინძლობენ, სადაც, სტუმრებს შორის არიან ჰილარი კლინტონი, პრიანკა ჩოპრა, ნიკ ჯონასი. წვეულებები, კონცერტები და დისკოები ისტორიულ სასახლესა და 5 ვარსკვლავიან სპა-კურორტებზე იმართება. გაგრძელება