სექსსიმბოლო თამო ვაშალომიძე ახალი წლის შესახვედრად მზადაა.
როგორც მისი "ინსტაგრამიდან" ირკვევა, მოდელმა უზარმაზარი ნაძვის ხე უკვე ააწყო, ბუხარიც სადღესასწაულოდ მორთო და საგანგებოდ გამოწყობილმა მდიდრულ გარემოში ფოტოსესიაც მოაწყო.
ეს პირველი ახალი წელია თამოს პატარასთვის. მოგეხსენებათ, მოდელს გოგონა ჰყავს. პატარა სოფია უკვე ჩართულია დედის საქმიანობაში და გადაღებებშიც იღებს მონაწილეობას. საახალწლო ფოტოსესია მის გარეშე ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა. თოვლის ბებოს ფორმაში გამოწყობილი თამო შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს "ფეისბუქზე" აქვეყნებს და თან წერს:
"ეს არის ჩემი პირველი ახალი წელი ჩემს პრინცესასთან ერთად და ვარ ძალიან ბედნიერი დედა, რომ მყავს ასეთი სიყვარული".
იხილეთ ვიდეო