სიახლე
"გავიცანი გოგო. წითელი თმით. ბდღვრიალა" - ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი გარდაცვლილ მეგობარს ემოციურ პოსტს უძღვნის
"გავიცანი გოგო. წითელი თმით. ბდღვრიალა" - ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი გარდაცვლილ მეგობარს ემოციურ პოსტს უძღვნის
"მაია ასათიანი, ცხოვრების მთავარი შეხვედრა წინ გელოდება"...


ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე მაია ასათიანის შვილს, ნუცა მახვილაძეს "ფეისბუკის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს უძღვნის:
"თვეებია ჩვენ შორის განსხვავება და დაახლოებით ერთ სიტუაციაში გავიზარდეთ.
პოპულარული დედები, რომლებმაც ასევე ერთ დროს დაიწყეს კარიერა.
მარტოხელა დედები, მაგრამ ყურადღებიანი მამები.
დედებმა ორივემ, პოლიტიკური ჟურნალისტიკით დაიწყეს.
შემდეგ ორივემ პირადი ტოქ-შოუ შექმნა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ უყურებთ და ვინ არა, თავისი საქმე გააკეთეს, პლუს - ბევრი რამის პრეცედენტი შექმნეს.
მე დედამისისნაირი, სტაბილურად შავგვრემანი ვარ, ის დედაჩემისნაირად ჭრელია.
შემდეგ მე ავდექი და ამერიკაში წავედი.
ის ერთი წლის მერე პარიზში ჩავიდა.
წელიწად-ნახევრის შემდეგ, იანვარში პარიზში გადავედი სასწავლებლად.
გავიცანი გოგო.
წითელი თმით.
ბდღვრიალა.
ისეთი გოგო, ახლა რომ ახსნა დავიწყო, აუცილებლად იფიქრებთ, რომ ეგეთი კარგი ვერ იქნებოდა და ამეტებსო, ასე რომ, უბრალოდ გეტყვით, ყველასგან განსხვავებული.
აი, ისეთი კარგი, რომ ახლა მაგ ყველაფერზე ლაპარაკი რომ დავიწყო და ყოველდღე ნუცაზე ვწერო, მაინც არ ამომეწურება საწერი და ვიფიქრებ, რომ რაღაც დამაკლდა.
facebook-ი გარდა იმისა, რომ ბევრ კარგ რაღაცას აკეთებს, ასევე რაღაც კატეგორია ხალხისთვის არის უაზრო აგრესიისა და ნეგატივის ფრქვევის მექანიზმი, რისი მსხვერპლიც ხშირად გამხდარა მაია.
ასევე, დედაჩემიც.
ვიცი, ეს ყველაფერი რა რთულია.
ნუცა ოდნავ სხვანაირი წარმომედგინა.
მაგრამ მასში ალბათ ყველაზე განსაკუთრებული, რითიც აღფრთოვანებული ვიყავი და ალბათ, ოდნავ შემშურდა, ზუსტად ეს იყო, რომ ყველანაირი მასობრივი და საზოგადოებრივი კატეგორიებისგან შორს იდგა.
მივხვდი, რომ ამ ყველაფერს მის შინაგან სამყაროზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია.
ამ ყველაფერმა მისკენ მიმიზიდა და მივხვდი, რომ ბევრი საინტერესო რაღაც გვქონდა წინ.
ასევე, რისი თქმაც დამავიწყდა, არის ის, რომ ჩემი პარიზში გადასვლა ძალიან სპონტანური იყო. სანამ ჩავიდოდი, 10 დღით ადრე გადაწყდა.
თებერვალში 10 დღე არდადეგები გვქონდა და სადღაც გავფრინდი. სამშაბათს დავბრუნდი. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31