სიახლე
NASA: „შესაძლოა, უცხოპლანეტელები აქ არიან“ - ყველაფერი არამიწიერ არსებებზე, რაც მეცნიერულად დასტურდება
NASA: „შესაძლოა, უცხოპლანეტელები აქ არიან“ - ყველაფერი არამიწიერ არსებებზე, რაც მეცნიერულად დასტურდება
რამდენიმე დღის წინ NASA-ს ეიმსის კვლევითი ცენტრის მეცნიერმა სილვანო კოლომბანომ საკუთარ ნაშრომზე დაყრდნობით განაცხადა, რომ შესაძლოა, უცხოპლანეტელები ჩვენ შორისაც არიან, თუმცა ისინი არ გვგვანან ჩვენ, ამიტომ ვერ ვამჩნევთ:
„არ გამოვრიცხავ, რომ მათი სტრუქტურა არაა ნახშირბადზე დაფუძნებული და განსხვავებულია ჩვენგან. შესაძლოა, ისინი სუპერინტელექტუალური პაწაწინა არსებები არიან, რომელთა შემჩნევა ექსტრატერისტიალური მეთოდით (არამიწიერი
გონების ძიების პროგრამა) ვერ ხერხდება და უფრო ძლიერი მექანიზმებია საჭირო, რაც დიდ თანხებს მოითხოვს“,
- ამბობს მკვლევარი.

მართალია, NASA ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომლებშიც უცხოპლანეტელების სავარაუდო არსებობაზეა საუბარი, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ თუკი ნასა მართლა აღმოაჩენს უცნაურ ცოცხალ არსებებს, ამის შესახებ ინფორმაციას გაასაიდუმლოებს.

არავინ იცის, როგორ გამოიყურებიან უცხოპლანეტელები ან საერთოდ ენდომებათ თუ არა ჩვენთან მეგობრობა, მაგრამ ფაქტია, მეცნიერები არაფერს იშურებენ მათ საპოვნელად. სილვანო კოლომბანო ერთადერთი მკვლევარი არაა, რომელიც უცხოპლანეტელების არსებობაში დარწმუნებულია. ექსპერტთა უმრავლესობა ამ სფეროს ლიდერად არამიწიერი ცივილიზაციების მძებნელ ამერიკულ ინსტიტუტს, SETI-ს (Search for Extraterrestrial Intelligence) თვლის, რომლის მთავარი ასტრონომი სეთ შოსტაკის თქმით, ადამიანი არ არის ერთადერთი მოაზროვნე არსება სამყაროში. მისი კვლევის მეთოდი დამყარებულია კოსმოსიდან გამოგზავნილ სიგნალებზე, რომლებშიც ის არამიწიერი სიცოცხლის კვალს ეძებს, თუმცა ეს სიგნალები ძალიან პატარაა და მათი ერთ მთლიანობად შეკვრა რთულია.

„კოსმოსური ცივილიზაციებიდან მომავალი სიგნალების დასაფიქსირებლად რადიოტელესკოპებს, გიგანტურ ანტენებსა და მასივებს ვიყენებთ. დღესდღეობით ეს ერთადერთი მეთოდია. წამში 10 სიგნალი მაინც მოდის. ბევრი ცრუ განგაშია. ყველაზე საფუძვლიანი სიგნალი 1977 წელს მივიღეთ.

თუ უცხოპლანეტელები ბიოლოგიური არსებები არიან, სავარაუდოა, რომ ისინი ჩვენ მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი. მათში ხომ დარვინისეული ევოლუციის კოდია ჩადებული“,
- ამბობს შოსტაკი.

მეცნიერი უშვებს იმასაც, რომ უცნობი ობიექტები არა ცოცხალი, ბიოლოგიური არსებები, არამედ მანქანები არიან. ამავე პოზიციას იზიარებს კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორი სიუზენ შნაიდერი. მათი თქმით, კოსმოსიდან მომავალ სიგნალებში ხელოვნური ინტელექტის კვალი უფრო შესამჩნევია, ვიდრე სიცოცხლის. შნაიდერი თავის ნაშრომში „უცხო გონება“ განმარტავს:

„თუ რომელიმე პლანეტაზე ხელოვნური ინტელექტი არსებობს, ეს არ იქნება ის, რაც ჩვენ გვაქვს, ეს იქნება ძალიან რთული და ძლიერი მექანიზმი, ჩვენ ამის წარმოდგენაც არ შეგვიძლია“, - ნათქვამია ნაშრომში.

და თუ უცხოპლანეტელები მართლაც არაცოცხალი ობიექტები არიან, საკამათო აღარაა მათი ჩვენდამი დამოკიდებულება. ჰოუკინგის აზრით, ისინი დაუფიქრებლად გაგვაქრობენ, რადგან მათი მთავარი მისია ახალი, მდიდარი ტერიტორიების დაუფლებაა.

არამიწიერი სიცოცხლის ძებნის კიდევ ერთ მეთოდად მათი საწარმოო ნარჩენებით ძებნა ითვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ასტრონომები მათ მიერ დაბინძურებული ადგილების ძებნას იწყებენ, თუმცა საინტერესოა, რამდენად რეალურია ეს მეთოდი. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მათ პლანეტაზე ისეთივე სითბური ეფექტი იქნება, როგორიც ჩვენთან.


ნასას მარსის მისიების მთავარი ინჟინერი რობ მენინგი „რეზონანსთან" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ უცხოპლანეტელთა ძებნის უტყუარი მეთოდი შესაბამისი ხელოვნური ინტელექტის შექმნაა. ასევე, მიიჩნევს, რომ საძიებელი ობიექტები ჩვენ საერთოდ არ გვგვანან:

თუ არსებობს სიცოცხლე, ის მცირე რაოდენობით იქნება. შანსი იმისა, რომ ისინი ისევე მონდომებით გვეძებენ, როგორც ჩვენ ვეძებთ, ნულია და ჩვენ ირგვლივ ჩვენნაირები არ იქნებიან.
მათ საპოვნელად გვჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რათა ისინი გაფილტროს და ჩვენს ენაზე გადათარგმნოს. ჩვენ არ ვიცით, რა შანსები გვაქვს, მაგრამ ყველაფერი უნდა ვცადოთ”
, -ამბობს მენინგი.



წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
Ivan
რეზონანს აძლევენ ინტერვიუს და კვირის პალიტრას არა?
07:41 / 10-12-2018
გამოხმაურება / 0 /
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
მფრინავი თეფში ჩემი თვალთ ვნახე და ვერავინ გადამათქმევინებს. ვარ ინჟენერ-მექანიკოსი. კარგად ვერკვევი ტექნიკაში, მაგრამ რაც მე ჩემი თვალით ვნახე და დაახლოებით 15-20 წუთი ვაკვირდებოდი, ის არ იყო დედამიწისეული, დედამიწაზე დამზადებული.
18:37 / 08-12-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31