თუ ინგლისურში ერთ სიტყვას რამდენიმე განსხვავებული მნიშვნელობა შეესაბამება, ქართულში პირიქითაა, ერთი მოვლენის ან საგნის აღსაწერად სხვადასხვა სიტყვის გამოყენება შეგვიძლია.
როგორც მუხრან მაჭავარიანის ლექსშია, „მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა“.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული მდიდარი ენაა, არავინ დავობს იმაზე, რომ ენის გამოცოცხლების მიზნით უცხოური სიტყვების სალიტერატურო ენაში დამკვიდრება დასაშვებია, თუმცა საინტერესოა, რომ ზოგიერთ სიტყვას „საკუთარ სამშობლოში“ სხვა მნიშვნელობით იყენებენ, ჩვენთან კი სხვა დატვირთვა შეიძინა:
- სტიმული - წარმოდგება ლათინური სიტყვისგან stimule და ნიშნავს წვეტიან ჯოხს, რომლითაც ცხოველებს ერეკებოდნენ.
- მარიაჟი - ბანქოს თამაშში ერთი და იმავე ფერის პაპა და ქალი ერთი მოთამაშის ხელში.
- პამპერსი - პამპერსი ბრენდის სახელია, რომელიც საბავშვო საფენებს უშვებს და ჩვენთან ზოგადად საფენის მნიშვნელობით გამოიყენება.
- თახსირი - "განათლებულს" ნიშნავს, აზერბაიჯანში განათლების მინისტრს ჰქვია თახსირ ნაზირი.
- დაფიქსირება - დამაგრებას ნიშნავს და იყენებენ, როგორც დანახვას, აღმოჩენას.
- ინტელიგენტი - საბჭოთა საქართველოში „ინწილიგენტის“აღმნიშვნელი გახდა და დღემდე დიპლომიანი, პოლიტკორექტული კონფორმისტის მნიშვნელობით გამოიყენება. სინამდვილეში, ინტელიგენტი არის პირი, რომელიც გონებრივ შრომას ეწევა.
- პიდარასტი - სწორი ფორმა "პედერასტი", ბავშვების გამრყვნელი (ერასტი გარყვნილს ნიშნავს).
- სადისტი, მაზოხისტი - ადამიანი, რომელიც სხვისი ან საკუთარი თავის ტანჯვის გზით სექსუალურ სიამოვნებას იღებს. მომდინარეობს ფილოსოფოს მარკიზ დე სადის გვარისგან.
- კეტები - კეტი მსხვილი ჯოხია, კედი კი ფეხსაცმელების მწარმოებელი კონკრეტული ბრენდის სახელია, როგორც "ბოტასი".
- ახვარი - მშობლების კმაყოფაზე მცხოვრები ზრდასრული შვილი.
- ჯიპი [ინგლ. jeep] - ყველგანმავალი სამხედრო მსუბუქი ავტომობილი. კონკრეტული მარკის სახელია, მაგრამ ნებისმიერ ყველგანმავალ მანქანას "ჯიპს" ეძახიან.
- რეგვენი - ახალგაზრდა, გამოუცდელი (ძველქართულად).
- გოიმი - ვიყენებთ კონტექსტში: ძველმოდური, ჩამორჩენილი, გამოუსვლელი ადამიანი. ებრაულად უცხოელს, სხვას ნიშნავს.
- მარაზმი - "მოუძლურებას", "მოშვებას" ნიშნავს.
- ბოტასები - კონკრეტული ბრენდის სახელწოდებაა. ჩვენ ზოგადად სპორტულ ფეხსაცმელს "ბოტასებს" ვეძახით.
- ბოზი - ნიშნავს "ლამაზს".
- თამამი - თურქულად ნიშნავს "კარგი" .
- სირი - ჩიტის სახელია
- შაკალი - ფრანგულად ნიშნავს ტურას.
- მაგარი - (რაიმე საგნის სტრუქტურის სიმტკიცეს გამოხატავს) თანამედროვე ქართულში დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა და გამოხატავს რაღაც ძალიან კარგს, ეფექტურს, მაგ: მაგარი ამბავი, ანუ კარგი ამბავი და ა. შ.