სიახლე
რატომ ამოიღეს „მარშუტკებში“ უკანა ერთი სავარძელი
რატომ ამოიღეს „მარშუტკებში“ უკანა ერთი სავარძელი
ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ებს რიგ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში უკა­ნა სა­ვარ­ძლე­ბი­დან ერთი ამო­ღე­ბუ­ლი ხვდე­ბათ. ამის მი­ზე­ზად კი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის მო­თხოვ­ნებს ასა­ხე­ლე­ბენ. რო­გორც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, ვაჟა იორ­და­ნიშ­ვილ­მა „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ნე­ბის­მი­ერ ავ­ტო­ბუსს ორი ავა­რი­უ­ლი გა­სას­ვლე­ლი ჰქონ­დეს.
აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ურ­ბა­ნუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­აც ეხ­მი­ა­ნე­ბა. მათ პოსტს „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ უც­ვლე­ლად
გთა­ვა­ზობთ:

„მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში უკა­ნა სა­ვარ­ძლის ამო­ღე­ბა პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ახა­ლი მო­თხოვ­ნით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი – კერ­ძოდ, მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას უკა­ნა კა­რი­დან სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გა­სას­ვლე­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ვარ­ძლის ამო­ღე­ბა მძღო­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ყო­ფი­ლა, მისი ოპე­რა­ტი­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი შეს­რუ­ლე­ბა კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა იმ­დე­ნად მათ ეფექ­ტი­ა­ნი აღ­სრუ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მებ­ზე, არა­მედ თა­ვად მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბის კე­თილ ნე­ბა­ზე. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, რე­გუ­ლა­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა და­ემ­თხვა მძღო­ლე­ბის ინ­ტე­რესს – რაც მეტი ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბუ­ლი მგზავ­რის გა­დაყ­ვა­ნა­ში მდგო­მა­რე­ობს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31