სიახლე
გვა­მუ­რი დო­ნა­ცი­ის შე­დე­გად გა­და­ნერ­გი­ლი საშ­ვი­ლოს­ნოს სა­შუ­ა­ლე­ბით ბრა­ზი­ლი­ა­ში პირ­ვე­ლი ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი და­ი­ბა­და
გვა­მუ­რი დო­ნა­ცი­ის შე­დე­გად გა­და­ნერ­გი­ლი საშ­ვი­ლოს­ნოს სა­შუ­ა­ლე­ბით ბრა­ზი­ლი­ა­ში პირ­ვე­ლი ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი და­ი­ბა­და
გვა­მუ­რი დო­ნა­ცი­ის შე­დე­გად გა­და­ნერ­გი­ლი საშ­ვი­ლოს­ნოს სა­შუ­ა­ლე­ბით ბრა­ზი­ლი­ა­ში პირ­ვე­ლი ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი და­ი­ბა­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.
ქალს, რო­მე­ლიც საშ­ვი­ლოს­ნოს გა­რე­შე და­ი­ბა­და, ტრან­სპლან­ტა­ცი­ის 10-სა­ა­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რა სან-პა­უ­ლო­ში 2016 წელს ჩა­უ­ტარ­და. გვა­მუ­რი დო­ნა­ცი­ის შე­დე­გად გა­და­ნერ­გი­ლი 10 შემ­თხვე­ვა მა­ნამ­დე წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ცო­ცხალ დო­ნო­რებს, ტრან­სპლან­ტა­ცი­ის 39 შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 11 ბავ­შვია და­ბა­დე­ბუ­ლი. დო­ნო­რებს შო­რის იყ­ვნენ დე­დე­ბიც,
რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი საშ­ვი­ლოს­ნო შვი­ლებს გა­და­უ­ნერ­გეს.


სანპა­უ­ლო­ე­ლი ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში დო­ნო­რი სამი შვი­ლის დედა იყო, რო­მე­ლიც ტვინ­ში სის­ხლდე­ნის გამო გარ­და­იც­ვა­ლა.

დო­ნა­ცი­ის მსურ­ველ ქალს კი მა­ი­ერ-რო­კი­ტანსკი-კუს­ტე­რის სინ­დრო­მი ჰქონ­და, რო­მე­ლიც ყო­ველ 4 5000 ქა­ლი­დან ერთს აღე­ნიშ­ნე­ბა - მათი ვა­გი­ნი­სა და საშ­ვი­ლოს­ნოს ფორ­მი­რე­ბა არას­წო­რად ხდე­ბა.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქა­ლის საკ­ვერ­ცხე­ე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და და ექი­მებ­მა შეძ­ლეს, აე­ღოთ კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი, გა­ე­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­ნათ მო­მა­ვა­ლი მა­მის სპერ­მით და გა­ე­ყი­ნათ.

ტრან­სპლან­ტა­ცი­ი­დან 6 კვი­რის შემ­დეგ პა­ცი­ენტს მენ­სტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლი და­ე­წყო. 7 თვის შემ­დეგ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი მის საშ­ვი­ლოს­ნო­ში გა­და­ი­ტა­ნეს. უპ­რობ­ლე­მო ორ­სუ­ლო­ბის შემ­დეგ კი, 2017 წლის 15 დე­კემ­ბერს სა­კე­ის­რო კვე­თით ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი და­ი­ბა­და.

წაიკითხეთ სრულად ambebi.ge-ზე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31