ქეთა თოფურიას და რეპერი გუფის დაშორების შესახებ ინფორმაცია, გასულ კვირას, გავრცელდა. ცნობილია, რომ წყვილი, ერთი წლის განმავლობაში, ერთადაა.
რამდენიმე ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეპერს რომანი აქვს 18 წლის მოდელ, ეკატერინბურგელ იანა შევცოვასთან, რომელმაც განაცხადა, რომ რეპერისგან შვილს ელოდება.
გახმაურებულ ამბავს გამოეხმაურა ქეთა, რომელმაც აღიარა, რომ მათ დიდი ხნის წინ გაწყვიტეს ურთიერთობა და ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
18 წლის იანას განცხადებით, გუფის ქეთასთან უბრალოდ სექსი უნდოდა, მან კი რეპერს ურთიერთობა
გაუსერიოზულა და რეპერი ამან დააფრთხო. "ის ხუთჯერ წამოვიდა ქეთასგან და ჩემთან მოვიდა, ახლა კი საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს", - აცხადებდა იანა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.
მოგვიანებით კი, აშკარა გახდა, რომ რეპერმა ქეთას იანასთან რამდენჯერმე უღალატა, თინეიჯერმა გოგონამ კი, გუფი დააშანტაჟა და ეს ამბავი ჟურნალისტებს გააგებინა.
სოციალურ ქსელში მიმოწერაც გავრცელდა, სადაც გუფის და იანას შანტაჟის გამო, არასასიამოვნო მიმოწერა აქვთ. გაგრძელება