თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი ქუჩის მუსიკოსი, სამირ სავჩუკი გარდაიცვალა. თბილისის მეტროსადგურებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში, ხშირად შეამჩნევდით ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის მამაკაცს, სწორი შავი თმებითა და ჭრელი თვალებით, რომელიც გიტარაზე უკრავდა და გამვლელებისთვის მღეროდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამირ სავჩუკი ქუჩაში დაკვრით ირჩენდა თავს.
შსს-ს ინფორმაციით, სამირ სავჩუკი თბილისში ვეძინის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში 27 ნოემბერს იპოვეს გარდაცვლილი. საქმე აღიძრა 115-ე მუხლით. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მივიდა და გარდაცვლილი დილას, საწოლში იპოვეს.
სამირ სავჩუკის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისი ნაცნობები და მეგობრები წერენ:
"კარგი ბიჭი გარდაიცვალა... წესიერი და თბილი ადამიანი იყო, ძალიან ტრაგიკული ცხოვრებით. უზომოდ განიცდიდა ჩვენი ეპოქის სიცივეს და ხშირად წუწუნებდა, რომ ადამიანობას ვკარგავდით"
"გზა მშვიდობისა სამირ... მანდ მშვიდად იქნები - არც ზამთარი შეგაწუხებს, არც სიცივე, არც ხალხი..."
"ბევრმა შეიძლება თავის ქებად ჩამომართვას, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა... რამდენიმე წლის წინ მეტროთი ვმგზავრობდი, ვაგზლის მოედანზე ჩავსხედით ვარკეთილის მიმართულებით, იმავე ვაგონის მეორე ბოლიდან სიცილ-ღრიანცელის ხმა მოდიოდა, გავიხედე და ეს ბიჭი იდგა თავჩაქინდრული და ვიღაც 3 გამაძღარი ახალგაზრდა მაგარს ეკაიფებოდა და დასცინოდნენ. ერთერთმა რაღაც ხურდა ამოიღო და შეაყარა - ჰა მიდი დაუკარიო და მსგავსები, ბიჭი ხმას არ სცემდა... ირგვლივ ხალხი იყო და არც არავინ გამოესარჩლა! ძაან ემოციური ვარ ზოგადად, იასნად ვერ მოვითმინე, მივედი და მაგ ყ** ჯოგს საკადრისი პასუხი გავეცი! მერე ირგვლივ მდგომ ბრბოს შემოვუტრიალდი და მათაც ერთი-ორი შემოვუკურთხე! ისეთი აურა ტრიალებდა ირგვლივ, ეგ ფაქტი, დარწმუნებული ვარ, თითოეულ იქ მყოფს და მითუმეტეს მაგ ნაბიჭვრებს მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. ხო და ახლა თუ მოკრავენ ამ ტრაგედიას ყურს, იმედია, ახლა მაინც დაფიქრდებიან თავიანთ უბადრუკ და არასწორ ცხოვრებაზე! ხო და კიდევ ზოგადად, ვინც მაშინ მანდ იდექით თქვენ არანაკლები ნაბიჭვრები ხართ! მამრიონს გეხებათ ჭიქა ღვინით ხელში ხო მაგრად იძახით ერთურთის სიყვარულის და კიდევ ბევრ ლამაზ სადღეგრძელოს! ფუ თქვენი არასწორი დ**ც! გამიგრძელდა და ბოდიში, უბრალოდ უემოციოდ არ შემეძლო... ერთი დღით არასდროს იცხოვრო ადამიანმა, ყველას ყველაფერი ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდებათ! ხსოვნა იყოს ამ კეთილშობილი პიროვნების"
"ძალიან უყვარდა მისი ქვეყანა, ის განიცდიდა თითოეული ადამიანის ტკივილს, სიცოცხლით და სიყვარულით აღსავსე ადამიანი, მე მას ვიცნობდი, და მიყვებოდა ხოლმე მის ცხოვრებაზე, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ის ჩემი მეგობარი იყო, ის ჩვენი მეგობარი იყო. გადაიტანა უამრავი დამცირება, შეურაცხყოფა, ტკივილი, ცემა, დაჩაგვრა, სიცივე, შიმშილი... გაგრძელება