დამონებული ასულები მხსნელს ელიან. ერთფეროვან შრომაში უღიმღამოდ გადის დღეები, წლები. . . თუმცა იმედი ჯერ საბოლოოდ არ გამქრალა. დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე “მხსნელები”, რომლებიც მათ თავისუფლებასა და ბედნიერ ცხოვრებას, “ოქროსყანებს” ჰპირდებიან, მაგრამ მათი დაპირებები, სამწუხაროდ, სიცრუეა. ასულთა ბედი არავის ადარდებს. - რობერტ სტურუას ამ სპექტაკლის ნახვას მაყურებელი 24 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში შეძლებს და იქ მისული საზოგადოება ავტომატურად ჩაერთვება ქველმოქმედებაში.
ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2018 წლის 24 ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს #მოდითეატრში, რომელშიც ჩართულია ქალაქ თბილისში არსებული ყველა სახელმწიფო თუ კერძო თეატრი, ასევე, კინოთეატრები. პროექტის ფარგლებში, თითოეული სპექტაკლიდან თუ კინოჩვენებიდან შემოსული თანხა მოხმარდება სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარებს, რომელთა სიაც, სამწუხაროდ, ძალიან დიდია.
ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 6 დეკემბერს, 20 საათზე გეგმავს, განახორციელოს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი 14 წლის მარიამ ქურხულისათვის, რომელსაც აქვს ხერხემლის იდიოფატიური სქოლიოზი და განუვითარდა კიფოზი.
მარიამს ჩატარებული აქვს შვიდი ოპერაცია და ახლა მას ესაჭიროება სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანა;14 წლის ქეთი ქარუმიძეს, რომელსაც დაუდგინდა რესტრიქციული კარდიომიოპათია, რის გამოც მას სასწრაფოდ ესაჭიროება გულის ტრანსპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაცია და ასევე, 32 წლის ანა მამულაშვილს, რომელსაც დაუდგინდა აგრესიული მელანომა და მას ერთი წლის მანძილზე ესაჭიროება ძვირად ღირებული მედიკამენტები, რომლის საერთო ღირებულებაც შეადგენს 90 000 ლარს.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება აღნიშნული ბენეფიციარების მკურნალობას. ჯამში, სამი ბენეფიციარის სრული მკურნალობისთვის საჭირო თანხა შეადგენს 5 000 აშშ დოლარს, 18 000 აშშ დოლარს და 90 000 ლარს.
ზემოაღნიშნულ კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: სამეფო ნაციონალური ბალეტი „ფოცხიშვილი“, ანსამბლი „ალილო“, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი და ქართული ესტრადის ვარსკვლავები.
ღონისძიების მხარდამჭერი გახლავთ – ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
მედიამხარდამჭერები: ტელე-რადიო კომპანია „იმედი“, რადიო "ფორტუნა, "ფორტუნა +" და "არ დაიდარდო", ambebi.ge.
ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ ფონდის წევრები ყველა ღონისძიებაში ჩართულნი არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
მოგახსენებთ, რომ ფონდმა „ცხოვრება მშვენიერიამ“ მოღვაწეობა დაიწყო 2013 წლის იანვარში, მაგრამ ოფიციალურად ფონდი დაარსდა 2014 წლის 19 იანვარს.
ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ და მათი პარტნიორების მიერ განხორციელებული პროექტები:
1. 2013 წ. 24 აპრილი - „ივენთ ჰოლი“, "ვენეციური კარნავალი"
2. 2013 წ. 28 აგვისტო - ქ. ბათუმი, სასტუმრო "ინტურისტი", „ვენეციური კარნავალი“
3. 2014 წ. 11 მარტი - "ივენთ ჰოლი", „ვენეციური კარნავალი", იტალიელი მომღერლის, PUPO-ს მონაწილეობით.
4. 2014 წ. 21 ოქტომბერი - ნოდარ დუმბაძის თეატრი „ოცნების 7 დღე“, სპექტაკლი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ბერი ანდრიას ბავშვები.
5. 2014 წ. 30 დეკემბერი - ნოდარ დუმბაძის თეატრი „მუსიკალური სახლი“, რომელიც მიეძღვნა ლეიკემიისგან უკვე გამოჯანმრთელებულ ბავშვებს.
6. 2014 წ. 14 მაისი - სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი". დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის საქველმოქმედო ჩვენება ჯგუფ „სტუმრებთან“ ერთად.
7. 2014 წ. 21 სექტემბერი - კუს ტბა „სილქარენა“, ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებელი კონცერტი.
8. 2015 წ. 17 ივლისი - მოძრაობის თეატრი, ვალერი შიუკაშვილის კონცერტი ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებლად.
9. 2015 წ. 11 ოქტომბერი - „კლუბი 33ა“, ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებელი ღონისძიება „სიცოცხლის ფესტივალი“.
10. 2016 წ. 18 სექტემბერი - კუს ტბა „Lake View“. ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებელი ღონისძიება „სიცოცხლის ფესტივალი“.
11. 2017 წ. 19 მარტი - სპორტის სასახლე, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის
დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი.
12. 2017 წ. 27 ივლისი - სოფელი დიღომი, „ბედნიერი სახლის“ მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
13. 2017 წ. 1 ნოემბერი – ფილარმონიაში „ბედნიერი სახლის“ მშენებლობისთვის.
ზემოთ აღნიშნული ყველა ღონისძიება განხორციელდა ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებლად.
14. 2014 წ. 26 ოქტომბერი - „ბოტანიკური ბაღი“, მცხეთის უპატრონო ბავშვთა სახლის დასახმარებელი ღონისძიება.
15. 2015 წ. 12 მარტი - სპორტის სასახლე, ნიკუშა ნატროშვილის დასახმარებელი საქველმოქმედო კონცერტი.
16. 2016 წ. 12 მარტი - სპორტის სასახლე, მარიამ მათიაშვილის და ლუკა დავიანტის დასახმარებელი ღონისძიება.
17. 2016 წ. 17 მაისი - რესტორანი "ოტიუმი", ანი ვანიძის დასახმარებელი საქველმოქმედო აუქციონი.
18. 2016 წ. 13 ნოემბერი - რესტორანი "ოტიუმი", ლენუკა ჩხიკვაძის დასახმარებელი კონცერტი.
19. 2017 წ. 19 მარტი - სპორტის სასახლე, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი.
20. 2017 წ. 13 მაისი - თბილისი, „ივენთ ჰოლი“. ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტ თამარ ბაბილოას (ბაბის) დასახმარებელი საქველმოქმედო კონცერტი.
21. 2017 წ. 30 ივნისი – „ვიპ-თაიმ ბერმუხა“, მარიამ ხარძანის დასახმარებელი საქველმოქმედო ღონისძიება.
22. 2018 წ. 25 იანვარი – სპორტის სასახლე, თეონა ნუცუბიძის დასახმარებელი ღონისძიება.