სიახლე
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სული არ კვდება - ის უბრალოდ სამყაროს უბრუნდება
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სული არ კვდება - ის უბრალოდ სამყაროს უბრუნდება
თავიანთ სფეროში ორი წამყვანი მეცნიერის ბოლოდროინდელი აღმოჩენის შედარებამ სამეცნიერო სამყარო შოკში ჩააგდო. - ისინი ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში ჩვენი ტვინი ბიოლოგიური კომპიუტერია და ჩვენი ცნობიერი ამ კომპიუტერით შესრულებული პროგრამაა, რომელიც ჩვენი გარდაცვალების შემდეგაც კი არ ქრება.

როგორც მეცნიერები ხსნიან, ადამიანის ფიზიკური სიკვდილის შემდეგ მისი სული არ კვდება, მასში დაგროვილი ინფორმაცია უბრალოდ უკან,
სამყაროში ბრუნდება. მრავალი საუკუნის მანძილზე კაცობრიობის საუკეთესო გონება დაკავებული იყო დაუსრულებელი დისკუსიით, არსებობს თუ არა სული და თუ არსებობს, უკვდავია თუ არა ის, თუ სხეულთან ერთად კვდება. ცოტა ხნის წინ კი მეცნიერთა ჯგუფმა ადამიანის სულზე ახალი მეცნიერული ფაქტი გახსნა. სინამდვილეში ჩვენი სული არ კვდება, ის უბრალოდ სამყაროს უბრუნდება.

1995 წლიდან ექიმი სტიუარტ ჰამეროფი, ამერიკელი ფიზიკოსი და არიზონის უნივერსიტეტის საპატიო ექიმი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსთან, სერ როჯერ პენროუზთან ერთად ცნობიერების კვანტურ თეორიაზე მუშაობს, რომელიც დაფუძნებულია წარმოდგენაზე, რომ სული ტვინის უჯრედების სტრუქტურების, მიკროტუბულების მიერაა მხარდაჭერილი.

ამ რევოლუციური თეორიით მტკიცდება, რომ ადამიანის სულს ტვინის უჯრედები იჭერს.

ამ თეორიაში ახსნილია, რომ როცა ადამიანები „კლინიკური სიკვდილის“ მდგომარეობაში იმყოფებიან, მათ ტვინში არსებული მიკროტუბულები საკუთარ კვანტურ მდგომარეობას კარგავენ, თუმცა მათში დაგროვილი ინფორმაცია არ ნადგურდება. ანუ, როგორც მეცნიერები ამბობენ, როცა ადამიანი კვდება, სული მასთან ერთად არ კვდება, უბრალოდ სამყაროს უბრუნდება.

„Science Channel“-თან ინტერვიუში პროფესორმა ჰამეროფმა საკუთარი თეორია უფრო ვრცლად განმარტა:

„წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანის გულმა ფეთქვა შეწყვიტა, მის სისხლძარღვებში სისხლი აღარ მიედინება, მიკროტუბულებმა კვანტური მდგომარეობა დაკარგეს. მაგრამ მიკროტუბულებში არსებული კვანტური ინფორმაცია სულაც არ ნადგურდება - მეტიც, ის ვერ განადგურდება, მხოლოდ სამყაროს უბრუნდება და მასში იხსნება. თუ პაციენტს გააცოცხლებენ, ეს კვანტური ინფორმაცია მიკროტუბულებში ბრუნდება, გაცოცხლებული ადამიანი კი მოგვიანებით ჰყვება, რომ სიკვდილის პირას მან რაღაც გასაოცარი დაინახა“.

„თუ პაციენტი კვდება, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს კვანტურმა ინფორმაციამ სხეულის გარეთ შეუზღუდავი არსებობა განაგრძოს - იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ სულს ვუწოდებთ“.

როგორც ამ თეორიაშია მოცემული, ადამიანის სული უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ ჩვენს ტვინში ნეირონების ურთიერთქმედების შედეგი, და ალბათ, თითოეული სული არა ჩვენი დაბადების მომენტიდან, არამედ დროის ათვლიდან არსებობს.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
გიორგი
რეინკარნაცია ხდება
19:47 / 21-11-2018
გამოხმაურება / 0 /
დავით123
ამ მეცნიერებს განკაცებული, მოკვდინებული და აღმდგარი ღმერთის შესახებ აქამდე არ გაუგიათ? ეს ნიუსები წარმართი ქვეყნებისთვის არის...
16:32 / 20-11-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31