გუშინ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ქორწილი იყო. ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერეს.
ბერას მეჯვარეები მისი უმცროსი ძმა ცოტნე ივანიშვილი და რეპერი ამიკო ჯანელიძე არიან. სადღესასწაულო ცერემონიალთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარი ყვავილებით იყო მორთული და ტაძრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო გამკაცრებული.
ჯვრისწერის შემდეგ ქორწილი კოჯორთან მდებარე კომპლექსში, Bioli Hall-ში გაიმართა. ქორწილისთვის მთლიანი კომპლექსი უამრავი ყვავილით იყო მორთული.
არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ყვავილებისთვის ნახევარი მილიონი დაიხარჯა. რესტორანში ნანუკა გუდავაძე ულამაზესი ცისფერი კაბით წარდგა. სტუმრებს შორის ყოფილი პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ. წვეულებაზე რამდენიმე სიმღერა ბერამაც შეასრულა. დაათვალიერეთ ფოტოები