ბევრმა ექსტრასენსმა და ასტროლოგმა გააკეთა პროგნოზი მომავალი 2019 წლისთვის, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ცნობილი ვანგას წინასწარმეტყველებაა.
მაშ ასე, ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, 2019 წელს მსოფლიოს გლობალური ტრანსფორმაციები ელის. მსოფლიოსთვის ისევ დიდ საშიშროებას წარმოადგენს მუსლიმური სამყარო, კერძოდ, ტერორისტები, რომლებიც გაჩერებას, როგორც ჩანს, არც 2019 წელს აპირებენ.
სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების გადატანა მარტივი არ იქნება. არც ბუნება დაინდობს კაცობრიობას და გადაღლილი დედამიწა კაცობრიობას თავის ძალას უჩვენებს. გახშირდება მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევები, ქარიშხალი და ცუნამი.
მეცნიერები საგანგებო რეჟიმში დაიწყებენ ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობას, რომლებიც კაცობრიობას სიტუაციის სტაბილიზაციაში დაეხმარება.
ყველაზე დადებითი, რაც 2019 წელს მოხდება, ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, იქნება ის, რომ ადამიანები დაამარცხებენ სიბერეს. განაგრძეთ კითხვა