სიახლე
ლადო გრიგალაშვილი დეტალურად აღწერს იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა
ლადო გრიგალაშვილი დეტალურად აღწერს იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა
თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში თემ­ქა­ზე 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. ის დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს იმ დღეს, როცა მკვლე­ლო­ბა მოხ­და. რო­გორც გრი­გა­ლაშ­ვილ­მა ჩვე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის ძებ­ნა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მის ზა­რებ­ზე აღარ პა­სუ­ხობ­და.
„ვუ­რე­კავ­დი, არ მი­პა­სუ­ხა. 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მახ­სოვს, მას პირ­ვე­ლი­ვე ზარ­ზე არ ეპა­სუ­ხა.
არც მე­სიჯ­ზე მი­პა­სუ­ხა და არც ზარ­ზე. მა­მა­ჩე­მის მან­ქა­ნით ავე­დი ანას სახ­ლთან. მე-5 სარ­თულ­ზე ავე­დი. კარი ოდ­ნავ ღია დამ­ხვდა. დი­ლის 6 სა­ათ­ზე კარი ღია რომ იყო, და­მა­ეჭ­ვა. ელე­ნე ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­მი­ღო კარი. ანა აბა­ზა­ნა­შია ალ­ბა­თო, მი­თხრა. ორ წამ­ში გა­მოტ­რი­ალ­და, არ არი­სო, მი­თხრა. ვთხო­ვე, სახ­ლში მო­ე­ძებ­ნა. ამა­სო­ბა­ში დე­დას გა­ეღ­ვი­ძა. ვუ­თხა­რი, რომ ანას ვუ­რე­კავ­დი, ვწერ­დი და არ მპა­სუ­ხობ­და. მა­თაც და­ი­წყეს რეკ­ვა", - აცხა­დებს გრი­გა­ლაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მას შემ­დეგ, რაც მე-5 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მა­მას­თან, ზა­ქა­რია გრი­გა­ლაშ­ვილ­თან ერ­თად ანას მო­სა­ძებ­ნად მი­ვი­და, ის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­სა­კი­თხად გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც გრი­გა­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მას და­უ­წე­რეს და ზე­წო­ლის შე­დე­გად მი­ა­ცე­მი­ნეს.

„თუ არ ვცდე­ბი, მე-8 გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და მოვ­ყე­ვი ის, რაც თქვენ წი­ნა­შე მოვ­ყე­ვი. და­ახ­ლო­ე­ბით, სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში მო­ვი­და პირი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი შე­მი­მოწ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სის­ხლის კვალს ეძებ­და. შემ­დეგ შე­მიყ­ვა­ნეს ოთახ­ში, სა­დაც 15-20 ადა­მი­ა­ნი იყო. ანა­ლო­გი­უ­რად მოვ­ყე­ვი ყვე­ლა­ფე­რი, მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნი და­მი­ტო­ვეს. რო­გორც მახ­სოვს, სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი მო­ვი­და, სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მლით იყო, ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ყო­ლა, რა და რო­გორ იყო.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გვაქვს ამო­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლი მხრი­დან გა­მოხ­ვე­დი და შეხ­ვე­დი იქ, ვი­ცი­თო. თუ კად­რი გაქვთ, მაჩ­ვე­ნეთ-მეთ­ქი და არ მაქვს უფ­ლე­ბაო.

15 წუთ­ში ფურ­ცე­ლი შე­მო­ი­ტა­ნა და წა­ი­კი­თხეო, მი­თხრა. ამო­ბეჭ­დი­ლი იყო, რაც ვი­თომ აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ში ვთქვი.

და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წუთ­ში მი­თხრა, შენი ძმა­კა­ცე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და თუ არ გინ­და, შენი ძმა­კა­ცე­ბი პრე­სის ქვეშ მოყ­ვნენ, რაც წე­რია, იმას იტყვიო. პა­ტა­რა ძმა გყავს და გაზ­რდა უნდა, მა­მა­შე­ნი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, შენ­თვის აჯო­ბებს ხელი მო­ა­წე­რო, ამ საქ­მეს ვერ შეც­ვლი და ჯობს, მე­გობ­რე­ბი არ გა­წი­როო, მი­თხრეს. ცი­ხე­ში როცა შეხ­ვალ და იტყვი, შენი ძმა­კა­ცე­ბის გამო არ მო­ა­წე­რე ხელი, პა­სუხს სხვა­ნა­ი­რად მოგ­თხო­ვე­ნო, მი­თხრა. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30