ბოლო დროს, აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის ვარსკვლავური ოჯახი დანგრევის პირასაა.
ტაბლოიდების ცნობით, წარმოშობით რუსი მოდელი მეუღლისა და ლედი გაგას საეჭვო ურთიერთობის გამო ეჭვიანობს, რამაც მათ შორის დაძაბულობა წარმოშვა.
"Life & Style"-ის თქმით, ცოლ-ქმარს, რომელსაც საერთო შვილი - ლეაც ჰყავს, საკმაოდ დაძაბული პერიოდი აქვს.
შექმნილი მდგომარეობის გამო, ბრედლი კუპერი უახლოესი მეგობრის - ჯერარდ ბატლერის ნიუ-იორკში მდებარე სახლში გადავიდა.
„ბრედლი კუპერსა და ლედი გაგას შორის არ არის რომანტიკული ურთიერთობა, მაგრამ ირინას
გაღიზიანება ბრედლის მიერ მომღერლის გაღმერთებამ გამოიწვია, კუპერი მასთან გაცილებით მეტ დროს ატარებს, ვიდრე ოჯახში“, - ნათქვამია სტატიაში. განაგრძეთ კითხვა