სიახლე
„მეორადებში ჩაცმა რა პრობლემაა?“- ანუკი არეშიძეს აკრიტიკებენ
„მეორადებში ჩაცმა რა პრობლემაა?“- ანუკი არეშიძეს აკრიტიკებენ
ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს სწორედ ის თემაა რაზეც ყველაზე დიდხანს შეიძლება მსჯელობა. ფაქტია, რომ დიზაინერ ანუკი არეშიძის „ინსტაგრამზე“ ბოლო დროს კრიტიკოსები აქტიურობენ.
“დავიჯერო მართლა მოგწონთ ის რაც გაცვიათ?”, “რა მეტიჩრული სტილია” - სწორედ ასე შეაფასა ზოგიერთმა ადამიანმა ეს საშემოდგომო ლუქი.

ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ანუკის პატარასთან ერთად
გადაღებულ ფოტოზე ასეთი კომენტარი დაუტოვა: „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ეს გოგო მეორადებში იცვამს“.
ამ ფაქტს რა თქმა უნდა ხალხისგან გამოხმაურება მოჰყვა და საპასუხო კომენტარებმაც არ დააყოვნა: “კარგი გოგო ხარ ანუკი. მოკლედ, ქართველის სენია კრიტიკა და თავის გამოდება. უკუდო ამპარტავნებს ნუ მიაქცევ ყურადღებას.”, „ნეტა მთელი თბილისი ასეთი მეორადებით დადიოდეს“. ყველაზე მთავარი კი მაინც დიზაინერის პასუხი იყო: „მეორადებში ჩაცმა რა პრობლემაა?“..

სამაგიეროდ დიდი მოწონება დაიმსახურა ანუკის ერთ-ერთმა ახალმა ჩაცმულობამ. დიზაინერმა ამ შემთხვევაში შავი პიჯაკი შავ სათვალეს, კრემისფერ ტოპსა და ლეოპარდის პრინტიან შარვალს შეუხამა. „ასე ყველაფერი როგორ გიხდებათ, თუ როგორ იხდენთ“, „გემოვნების დედოფალი“ ,„ელეგანტური ქალბატონი!“, „საოცრად ლამაზი და გემოვნებიანი ხართ“ - მიმართავენ დიზაინერს გულშემატკივრები.

დადებითი შეფასებები დაიმსახურა სპორტული სტილის თავისუფალმა ჩაცმულობამაც.







FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ანი
რა მაგარია ანუკი რომ გახდება სალაპარაკო ტემა ?? კიდევ კარგი ბევრი არ არის ჩარტული ამ "კვეყნისტვის მეტად საჭირბოროტო ტემაზე:-) :-)
05:41 / 20-10-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30