რამდენიმე კვირის წინ "რეიტინგი" ფეხბურთელ გიორგი ქვილითაიას და მოდელ თამუნა ვაშალომიძის ლავ-სთორიზე წერდა.
თუმცა, ეს ამბავი მართალი არ აღმოჩნდა, როგორც თამო ვაშალომიძის ინტერვიუდან გავარკვიეთ, ქვილიტაიას სექსუალური მოდელის მიმართ მართლაც ჰქონდა სიმპატია, მაგრამ პირველივე შეხვედრის შემდეგ, მოდელი მიხვდა, რომ ის მისი შესაფერისი მამაკაცი არ არის და ურთიერთობა აღარ გაგრძელდა.
გიორგი ქვილითაიას თამო ვაშალომიძესთან გადაღებული სელფის გარეშე ალბათ არც მივაქცევდით ყურადღებას, მაგრამ რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩვენი ინტერესის საგანი გახდა, შევეცადეთ, მის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა.
როგორც
ჩანს, თამო ვაშალომიძესთან ვერ შემდგარი ურთიერთობის შემდეგ, ქვილითაიამ ახალი რჩეული იპოვა და დღეს სტადონზე არც მეტი, არც ნაკლები ლევან ჯიბღაშვილის ყოფილ საცოლესთან, ნინიკო ნაცარიშვილთან ერთად გამოჩნდა.
რა ურთიერთობა აქვთ ნაცარიშვილსა და ქვილითაიას, უცნობია, მაგრამ ისინი არც პირველი არხის ტრანსლაციის ოპერატორისთვის დარჩა შეუმჩნეველი.
გიორგი ქვილითაიას ახლა ტრავმა აქვს, ფეხი აქვს მოტეხილი და ამის გამო ფეხბურთის თამაშს ვერ ახერხებს.
როგორც ხედავთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი დროს უქმად ნამდვილად არ კარგავს, არც ცუდი გემოვნება აქვს და მიმზიდველი გოგონების გარემოცვაში ტრიალებს.
თუ ცნობილ მანდილოსნებთან ურთიერთობას ვერ ააწყობს, საკუთარ თავს კარგ პიარს მაინც უკეთებს და დროს უქმად არ კარგავს. გაგრძელება + ვიდეო