ტელეწამყვანი და ბიზნესმენი- ირაკლი მაქაცარია ქართველი და უცხოელი გოგონების გულთამპყრობელია.
ის „ინსტაგრამზე“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და 293k გამომწერი ჰყავს.
ირაკლი უკვე რამდენიმე თვეა რაც უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს და ხალხის გაოცება მშვენივრად გამოსდის.
გულშემატკივრებთან მუდმივი კონტაქტი აქვს „ინსტაგრამგვერდის“ საშუალებით, რისი მეშვეობითაც ის ადამიანებს მადლობას უხდის, აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის.
შოუ უკვე კულმინაციურ მომენტს უახლოვდება. საინტერესოა, ვინ იქნება გამარჯვებული. ფაქტია, რომ ირაკლიმ უკრაინული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შოუ თავისი ნიჭისა და მონდომების მეშვეობით დაიპყრო.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი მაქაცარია "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტში შარშან იღებდა მონაწილეობას და სალომე ჭაჭუას მეწყვილე იყო. (ირაკლი და სალომე ფინალისტები იყვნენ).