სიახლე
საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - "დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა..."
საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - "დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა..."
სა­ბერ­ძნეთ­ში 23 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემიგ­რან­ტთა იმე­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე ავ­რცე­ლებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი სოფო წიკ­ლა­უ­რია და ქალს 2 თვის ბავ­შვი დარ­ჩა.

"გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი 23 წლის სოფო წიკ­ლა­უ­რი. იპო­ვეს ბი­ნა­ში ორი დღის გარ­დაც­ვლი­ლი, დარ­ჩა 2 თვის ბავ­შვი, რო­მელ­საც ძაღ­ლი და­რა­ჯობ­და..." - წერს
სი­ხა­რუ­ლი­ძე.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ წერს კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი და­რე­ჯან ღამ­ბა­ში­ძე:

"სოფო სამი წლის წინ გა­ვი­ცა­ნი. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ჭკვი­ანი, კრი­ა­ლა თვა­ლე­ბი­დან სევ­და­ნა­რე­ვი ტკი­ვი­ლი მი­ყუ­რებ­და. მივ­ხვდი, ცხოვ­რე­ბის სუს­ხი­ან წლებს მარ­ტო უმკლავ­დე­ბო­და. არა­და, სულ 23 წლის თუ იქ­ნე­ბო­და. მინ­დო­და, დავ­ხმა­რე­ბო­დი. ვთხო­ვე, მო­სუ­ლი­ყო ჩვენს "ქარ­თულ სახ­ლში". დამ­პირ­და, კიო. თით­ქოს წა­მი­ე­რად მოს­წყდა წარ­სუ­ლის წა­მებს, გა­ი­ხა­რა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რით, მაგ­რამ არ მო­ვი­და, და­მე­კარ­გა... ამ დღე­ებ­ში ბავ­შვის სუ­რა­თი გად­მო­მიგ­ზავ­ნა, ბო­დი­ში მო­მი­ხა­და, რომ "და­ვი­კარ­გე­თო". გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31