სიახლე
„გოგოს ქურთუკის მოღიავებულ ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო“ - ამბავი მეტროდან
„გოგოს ქურთუკის მოღიავებულ ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო“ - ამბავი მეტროდან
რამდენიმე დღის წინ, პოეტმა მარიამ ხუცურაულმა „ფეისბუქზე“ დამაფიქრებელი პოსტი გამოაქვეყნა.
ამ ისტორიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა ხდება მაშინ, როცა გესმის, როგორი შრომის ფასად უწევთ ადამიანებს ფულის მოპოვება? მარიამის მიერ მოყოლილი ისტორია ერთგვარი გაკვეთილია. გთავაზობთ უცვლელ ვერსიას:
„ესეც გუშინ იყო, მეტროთი რომ ვიმგზავრე „ვაგზლის მოედნიდან“ „ავლაბრამდე“.
ზურგსუკან საუბარმა მიმახედა.
-
ორ საათამდე ამეებს ჩამოვარიგებ, მერე წამოგიყვან სკოლიდან ჭანიშვილების სახლში. იქ იმეცადინებ, ვიდრე მე დავალაგებ. იცოდე, არაფერს ხელს არ ახლებ.
დაბალ-დაბალი, მრგვალი ქალი იყო. 30-31 წლის იქნებოდა, ქერა, ნაცრისფერი თვალებით. ცალ ხელში უამრავი საოფისე კონვერტი ეჭირა, მეორეთი ცხრა-ათი წლის გოგო ბავშვს აკავებდა მოძრავ ვაგონში.
- თერთმეტი ლარი იყო დენი გადასახდელი. ხვალ შენგელიების სახლს დავალაგებ, შაბათს სარეცხი და უბორკა მაქვს ნოზაძეებთან და კვირას გიყიდი ბაზრობაზე მათემატიკის წიგნს და „ფარმადეპოში“ ბებოს წამლებს...
ბავშვმა უხმოდ დაუქნია თავი და „კორსო იტალიას“ რეკლამას გახედა.
მომეწურა, მომეწურა გული, რაღაც ცივი და მძიმე ჩამესხა.
შემდეგი სადგური „თავისუფლების მოედანიო“ უკვე ინგლისურადაც გამოგვიცხადა რადიომ. დედა-შვილმა კარისკენ გადმოინაცვლა. უცებ ჩემ წინ, მარცხნიდან მარჯვნივ გაიარა მამაკაცის ხელმა, ბავშვი-გოგოს ჯინსის ქურთუკის მოღიავებულ ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო და ბეწვზე მოასწრო დასახურ კარში გახტომა...
ეგ მერე ვნახე, ორი ცალი რომ იყო ოცლარიანი, მატარებელი რომ უკვე გვირაბში მიჰქროდა, დედას რომ მიაწოდა დაბნეულმა გოგომ ფული.
მეტროს მგზავრს თავადაც არ აქვს ხშირად ბევრი...
P.S. უშურველი კაცის ხელი არ დარჩება ცარიელიო...
არც დატოვო, ღმერთო!“
ასე გამოეხმაურნენ ადამიანები მარიამის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს: „საოცარი და თითქოს დაუჯერებელი ისტორიაა... ჩვენს გაჭირვებულ დროში, როცა ამდენი უმუშევარი და უპოვარია, კიდევ ხდება ასეთი რამეები. ღმერთმა ქნას, დააბრუნოს რწმენა სიკეთისა“.
„ეს ის მომენტია, ცრემლი და სიხარული რომ ერთდროულადაა შენში. ვტირივარ. გულით ვტირივარ, მაგრამ სიხარულიც მამშვიდებს. უცნობ ადამიანს მარჯვენა დაულოცე ღმერთო და უმრავლე მადლი“.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
იაიაია
ღმერთო, კეთილი ადამიანი უმრავლე ჩვენს ქვეყანას და გაჭირვებული შეუმცირე!!!!
13:07 / 12-10-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31