სიახლე
იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს
იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს
მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ქარიშხალი“ შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს.

შექსპირის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ერევანში იმართება და მონაწილეობას მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის თეატრი იღებს.
აღნიშნულ ფესტივალზე საქართველო უკვე მეორედ არის მიწვეული. გასულ წელს ქვეყნის სახელით რუსთაველის თეატრი წარდგა. წელს კი ფესტივალის ორგანიზატორებმა მოძრაობის თეატრი მიიწვიეს.

ფესტივალის
ჟიური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული თეატრმცოდნეებისა და კრიტიკოსებისგან არის დაკომპლექტებული. გამარჯვებულებს რამდენიმე კრიტერიუმით გამოავლენენ.

„ქარიშხლის“ რეჟისორის, იოსებ ბაკურაძის თქმით, "ქარიშხალი" შექსპირის უკანასკნელი და ყველაზე ჯადოსნური პიესაა.
"ეს ჩემი პირველი დადგმა იყო შექსპირის პიესებიდან, რომელიც შექსპირის საიუბილეო წელიწადს დავდგი. შექსპირის საიუბილეო წელიწადს მინდოდა, ახალი სპექტაკლი დამედგა და ”ქარიშხალი” განვახორციელე, რადგან დასის შემადგენლობა მაძლევდა საშუალებას, ყველაზე ჯადოსნური პიესა დამედგა შექსპირის პიესებიდან. მოძრაობის თეატრის სპეციფიკაც იძლეოდა ამის საშუალებას, რომ უსიტყვოდ გადმოგვეცა შექსპირის უკანასკნელი პიესის სიუჟეტი”, - აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე.

მოძრაობის თეატრი ერთგვარი ჟანრების თეატრია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისათვის.
----------------------
საკონტაქტო პირი
მოძრაობის თეატრის პრესსამსახური: მარი ონეზაშვილი
ტელ: 599 18 07 44 / ელ-ფოსტა mari.onezashvili@gmail.com


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31