რამდენიმე დღის წინ ქეთა თოფურიამ თავის „ინსტაგრამგვერდზე“ მოულოდნელი ფოტო გამოაქვეყნა.
მომღერალი საბავშვო ეტლში გაღიმებული იხედება. ამასთან ერთად მან ფოტოს შემდეგი წარწერაც დაურთო :“ ერთი ბავშვი კარგია, მაგრამ ორი უკეთესია“. აპირებს თუ არა ქეთა მეორე ბავშვის გაჩენას უცნობია, თუმცა თაყვანისმცემლებს გარკვეული ეჭვები გაუჩნდათ.
„ისეთი ეტლია სურვილი გიჩნდება ტყუპები გააჩინო. იფიქრეთ ქეთა მაგაზე“- წერს ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი ქეთას კომენტარებში..
„მორჩა.. ახლა დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ ქეთა თოფურიას ტყუპები ეყოლა და განიხილავენ იმას, თუ ვინ არის მამა“ , „მიდი, მეორე მაგარი ბავშვიც გააჩინე“, „ჩემი ოცნებაა ტყუპების ყოლა“.. სწორედ ასე მიმართავდნენ ქეთას. მის პოსტს დედებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნავდნენ, თუ რა ბედნიერებაა შვილის ყოლა.
სინამდვილეში ქეთამ „ინსტაგრამზე“ საბავშვო ეტლთან გადაღებული ფოტო იმიტომ ატვირთა, რომ ამ ეტლის უპირატესობა აღენიშნა. როგორც ხედავთ, ეს არის ეტლი- ორი ერთში, რომელიც იმ დედებისთვის მისწრებაა, ვისაც ტყუპები ჰყავს.
მოგვიანებით მომღერალმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ მიირთმევს ჯანსაღ საკვებს.
შეგახსენებთ, რომ მომღერალს ულამაზესი გოგონა- ოლივია ჰყავს და უკვე დიდი ხანია რაც რეპერ გუფს ხვდება.