ნუკი კოშკელიშვილმა „ინსტაგრამზე“ პატარა ოლივერის ნათლობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო:
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოლივერის გაქრისტიანება და დღეიდან ის ქრისტიანია. ოლივერ ნიკოლას ხაიმი მოინათლა!!!"
მშობლებმა პატარა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მონათლეს. წყვილს ოლივერის გაქრისტიანება „ინსტაგრამზე“ ძალიან ბევრმა ადამიანმა მიულოცა.
ნათლობის უფრო მეტი ფოტო კი ნუკის მეუღლემ გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ოლივერი მამა პეტრე კოლხმა მონათლა.
რამდენიმე საათის წინ კი მამა პეტრემ საკუთარ "ფეისბუქზე" ეს ფოტო გამოაქვეყნა. "თხოთის მთის მადლი შეეწიოს სრულიად ერს"- წერს მამაო.