ამჯერად ნუკი კოშკელიშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი მაშინ, როცა თვითშეფასება გაკლია.
„ყველაფერი არის პიარი!!! აი, როგორ მიაწოდებ ინფორმაციას, როგორ შეფუთავ ამბავს. ჩემს ქმარს და შესაბამისად, მეც გვაქვს დიდი კერძო სახლი ფლორიდაში, “პალმ ბიჩზე”, თუმცა, როგორც კი ბენს აქვს შვებულება, მაინც ბათუმში მოვდივართ. რატომ? იმიტომ, რომ ისე მაქვს ნაქები ეს ადგილი მისთვის, წამით ეჭვი არ ეპარება, რომ ამაზე მაგარი საზღვაო კურორტი არ არსებობს დედამიწაზე.
რატომ დავიწყე ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, იმის გარდა, რომ ხაზი გამესვა, რა არაჩვეულებრივი პატრიოტი გოგო ვარ. საქმე ისაა, რომ ჩვენი თავის “გაპიარებაც” უნდა ვიცოდეთ. მას მერე, რაც დავიწყე წონაზე საუბარი, უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი და ბევრი კომპლიმენტის შემდეგ ცოტა წელშიც გავიმართე. დავიჯერე, რომ ძალიანაც ლამაზი ვარ და იცით, რა მოხდა მაშინვე?! ასეთივე შეფასება წამოვიდა ახლობლებისგან. ეტყობა დაკომპლექსებული ვიყავი სახლშიც და ახლა გავიმართე და გამოვუცხადე ყველას, რომ ასეთი ფორმებია მოდაში. ხალხი ოცნებობს, ასეთები იყვნენ. მოკლედ, ტყუილები თვით ქების მიზნით... არა მხოლოდ ჩემ გარშემო ადამიანების თვალში გავლამაზდი, არამედ მეც ცოტა მომემატა თავდაჯერებულობა.
მორალი! თავს თუ არ შევიქებთ, სხვა არ შეგვაქებს!“ - სწორედ ასეთი აღწერა დაურთო ოჯახურ ფოტოს ნუკიმ.
"სანამ მე თვითონ არ მივხვდები, რომ ლამაზი ვარ, კარგი ვარ, ვერავინ ვერ შთამაგონებს, რომ ლამაზი ვარ, სულ რომ ადრიანა ლიმა ვიყო. მთავარია, შენ გჯეროდეს, რომ ხარ." - უპასუხა ნუკის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.