პირველი ჭორი, რომ ქეთა და გუფი ერთად არიან, ამ წლის იანვარში გაჟღერდა.
მაშინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა მათი ფოტო, სადაც ერთად ისვენებდნენ. შეყვარებულები დიდი ხნის მანძილზე იკავებდნენ თავს კომენტარის გაკეთებისგან.
ურთიერთობის შესახებ არც ისე დიდი ხნის წინ გაამხილეს.
9 სექტემბერს ქეთა თოფურიას 32 წელი შეუსრულდა. იმის მიუხედავად, რომ წყვილი ამ დღეს ერთად არ იყო, გუფმა შეყვარებულს დაბადების დღე თავისი „ინსტაგრამიდან“ საჯაროდ მიულოცა. მან ერთობლივი ფოტო ატვირთა და შემდეგი წარწერა დაურთო: „გილოცავ დაბადების დღეს! მე შენ ძალიან მიყვარხარ!“.