სულ ცოტა ხნის წინ ნუკის მეუღლემ „ინსტაგრამზე“ თვითმფრინავში გადაღებული ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა.
ახალბედა მამამ ოლივერს ჩამოსვლის შემდეგ სახალისო ფოტოები და ვიდეო გადაუღო.
აი, რას წერს ნუკი თავის „ინსტაგრამგვერდზე“: „ჩამოვედით თბილისში! როგორ მიყვარს აქაურობა, ნეტავ იცოდეთ. სხვა ასეთი ქალაქი არსად არ მეგულება. დიეტა ძალიან ძნელია. მონატრებულზე, სულ მწვადები და ელარჯები მელანდებოდა. ორსულობის ბოლო თვეებში და ახლაც, ბავშვს რომ ვაჭმევ, მუდამ მაქვს მოთხოვნები. როგორც გითხარით, დიეტა დავიწყე და აისბერგი (მე) დაიძრა. გუშინ რომ ავიწონე, ერთი კილო მაქვს დაკლებული. მესმის, რომ არაფერია, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ.
მირჩევნია, ნელ-ნელა და სერიოზული ზიანის გარეშე დავიკლო. აი, ნეტავ ვარჯიშიც შემეძლოს, რა კარგი იქნებოდა. ვერ ვაძალებ ჩემს თავს, ცხოვრებაში არასდროს არ მივარჯიშია. გაგიგიათ ასეთი რამე?! ყველანაირად ფეხს ვითრევ სულ!! არადა, როგორი საჭიროაა, მით უმეტეს ახლა მოშვებული და „ჩამოდღლარჭული“ რომ ვარ.. თქვენი დიეტა როგორ მიდის?“ - მიმართავს ნუკი ქალბატონებს.