სანტორინი- სამოთხის ნამცეცი დედამიწაზე. სწორედ ასე უწოდებენ ამ ულამაზეს ადგილს, სადაც ახლა მომღერალი ისვენებს.
ქეთა კუნძულიდან ფოტოებს საკმაოდ აქტიურად ტვირთავს თავის „ინსტაგრამზე“. ამჟამად მისი გამომწერების რაოდენობა 2.1 მილიონს შეადგენს.
თავდაპირველად ქეთა კუნძულ მიკონოზე იმყოფებოდა. როგორც ჩანს ეს ადგილი გართობის მოყვარულთათვის ნამდვილი მისწრებაა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მიკონოში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული, ქვით ნაშენები ვილა, რომელიც 11,7 მილიონ ევროდაა შეფასებული.