ნუკი კოშკელიშვილმა ახლახან „ინსტაგრამზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც თანმიმდევრობით ასახავს, თუ როგორი ფორმები ჰქონდა მას ორსულობამდე და შემდეგ.
„დღევანდელი ფოტო შეგნებულად არ დავდე იმიტომ, რომ სირცხვილია. ცელულიტს სახელი რომ ჰქონდეს, ჩემ საპატივცემულოდ დაარქმევდნენ. მოკლედ, გავიდა თითქმის ორი თვე და დავიკელი 12 კგ, დამრჩა 8 და ეს 8 კილო არის მთლიანად საჯდომში და “ბაყვებში”. არაფერი მეტევა და გინდა-არ გინდა, ეს ნერვებზე მაგრად მოქმედებს. არავინ არ თქვას, რომ ქალს თავდაჯერებულობა არ სჭირდება. სჭირდება! ჰაერივით! მოკლედ, ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ და გამახსენდა, რომ ორსულობის მთელ პერიოდში იგივენაირად ვფიქრობდი. ჯერ ვაიმე, ორსულს არ ვგავარ, კარგ ნაჭამს ვგავარ, მერე ჩემს თეძოებს კიდევ ამხელა მუცელი უნდოდა... ყოველი მომდევნო თვის მოსვლისას ვუყურებდი განვლილი თვის ფოტოებს და ვიძახდი, უი, რა ლამაზი ვყოფილვარ.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ თვითონ ვუქმნით ჩვენს თავს კომპლექსებს და ძირითადად, უსაფუძვლოდ. ყველაზე მაგარი, რაც ადამიანს შეუძლია შექმნას, ეს არის მეორე ადამიანი და მე ეს სულ რაღაც ორი თვის წინ გავაკეთე. მგონი დროა, მოვიწონო ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ, იმიტომ, რომ ახლა დედა ვარ და ჩემს შვილს სულაც არ აინტერესებს ჩემი ცელულიტი. მე მისთვის ყოველთვის ყველაზე ლამაზი დედა ვიქნები... როგორ იცვლება არა ფასეულობები?“ - განაცხადა ნუკიმ.
როგორც ჩანს, ნუკიმ დედის პოზიციიდან ბევრ რამეს სულ სხვა თვალით შეხედა და სწორედ ამიტომ მოისურვა ამ ყველაფრის გასაჯაროება.
„მშობიარობიდან ზუსტად ერთ წელიწადში დავდექი ისეთ ტანზე, როგორზეც მანამდე არასდროს ვყოფილვარ. ცომეულის და ტკბილეულის რაციონიდან ამოღების გარდა, დავრბოდი. ვარჯიშით და სწორი კვებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება“ - ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი მშობელი ნუკის.
რამდენიმე კვირის წინ კი ნუკიმ ასეთი ჩანაწერი დაურთო შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს: "თმა როდის დავივარცხნე, ის არ მახსოვს. ვარ დასაბანი, დასავარცხნი, მსუქანი და უზომოდ ბედნიერი დედა! ახლა ვხვდები კიდევ უფრო, რომ დედებს უნდა გავუფრთხილდეთ და დავუფასოთ თითოეული წამი, რაც ჩვენს მოვლაში აქვთ გატარებული".