მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობი 40 წლის იყო.
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში გამოთქვამენ სამძიმარს მისი მეგობრები:
"არ ვიცი, რა ვთქვა... ძალიან, ძალიან მეწყინა შენნაირი კეთილი, თავისუფალი და პოზიტიური ადამიანის უდროოდ წასვლა... გვიყვარხარ და მოგვენატრები... უფალმა გაანათლოს შენი სული" - წერს მსახიობი ანდრია გველესიანი.
"ზუზუ იყო სუფთა და კეთილი ადამიანი. ძალიან მეწყინა, კიდევ ვერ ვიჯერებ" - წერს მოდელი თამო ვარშალომიძე.
"რამდენი რამის თქმა მინდა... როგორ გატკინეთ! სიტყვები მოდის და იყინება, წერის უფლებას არ მაძლევს, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ემის სიმღერას რომ ვმღერი, სულ შენ მახსენდები... დარწმუნებული ვარ, მანდ შეხვდები და მაგრად "გააფრენთ"... მოგვენატრები, მაგრამ მჯერა, მანდ უკეთ იქნები!" - წერს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი. განაგრძეთ კითხვა