ანუკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 22 კილოგრამი აქვს მომატებული და ეს ფაქტი მის თაყვანისმცემლებს ძალიან უკვირთ.
მიზეზი მარტივია, დიზაინერი იმდენად კარგად გამოიყურება, რომ მომატებული კილოგრამები რთული შესამჩნევია.
ერთ-ერთ კომენტარში მომხიბლავმა ქალბატონმა ისიც აღნიშნა, რომ უბრალოდ, ტანსაცმელს სწორად არჩევს და მომატებული წონა იმიტომ არ ეტყობა.
როგორც ცნობილია, ამ ზაფხულს ანუკი ოჯახთან ერთად იტალიაში ისვენებს.
საკმაოდ აქტიური ორსულია, "ინსტაგრამის" გამომწერებს ხშირად ანებივრებს ახალი ფოტოებით და კომპლიმენტების წვიმაც არ აყოვნებს.
როგორც ჩანს, დიზაინერი აფრიკულ ნაწნავებს დაემშვიდობა და ძველი ვარცხნილობა დაიბრუნა.
შეგახსენებთ, რომ ანუკი არეშიძეს ამჟამად "ინსტაგრამზე" 230k გამომწერი ჰყავს.