ცნობილი ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამერიკაში გათხოვდა, უკვე ბიჭის დედაა.
ნუკის პირადი ცხოვრების ძირითადი დეტალები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კარგად ცნობილია. მოდელმა ჯერ კიდე შეყვარებულობის პერიოდში გააცნო ხალხს მისი რჩეული ბენი, რომელთან ერთადაც სხვადასხვა შოუში დადიოდა და საკუთარ ლავსთორიზე საუბრობდა.
მას შემდეგ, რაც წყვილი დარწმუნდა, რომ ცხოვრების ერთად გატარება უნდოდათ, იქორწინეს და საცხოვრებლად ამერიკაში წავიდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნუკი ბავშვს ელოდებოდა. მძიმე ტოქსიკოზის მიუხედავად, ყოველთვის ცდილობდა ფორმაში ყოფილიყო და 7 თვის ორსულმა საკმაოდ თამამ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. გაგრძელება + ფოტო/ვიდეო