კონკორდას მკვიდრმა შერონ ჰეინემანი, მომღერალ Pink-ის კონცერტზე მიმავალ გზაზე სამ დასთან ერთად რესტორანში სავახშმოდ შევიდა - წერს ბრიტანული გამომცემლობა The Sun.
იმ საღამოს მათ მაგიდას მიმტანი, სახელად მათეუსი ემსახურებოდა - მომხიბვლელი ბიჭი, რომელთანაც ქალებმა საერთო ენა მალევე გამონახეს. ერთ-ერთმა დამ, ჯენიმ ბიჭს ჰკითხა ჰყავდა, თუ არა მეგობარი გოგონა. მიმტანმა მას განუმარტა, რომ კოლეგას, სახელად მარიას ხვდებოდა, რომელიც იმავე რესტორანში მიმტანად მუშაობდა.
მათეუსი გამოტყდა, რომ უკვე დიდი ხანია ხელის თხოვნა სურდა, მაგრამ ბეჭდისთვის ფულს ვერაფრით აგროვებდა. მაშინ შერონმა ბიჭს დახმარება შესთავაზა:
„შერონის საქციელმა ყველა აგვაღელვა. მან დაუფიქრებლად მოიხსნა საკუთარი საქორწინო ბეჭედი“ - იხსენებს შერონის და, რიტა.
აღელვებულმა და ბედნიერმა მათეუსმა მოულოდნელად მეგობარი გოგონას წინ მუხლი მოიყარა და თქვა: „მარია, მე შენ მიყვარხარ. გახდები ჩემი ცოლი?“ გოგონამ ცრემლიანი თვალებით უპასუხა - „დიახ“.
მადლიერების ნიშნად რესტორანმა ქალები ვახშამზე სრულიად უფასოდ დაპატიჟა. მარიამ და მათეუსმა კი დები ქორწილზე მიიწვიეს.
როგორც შერონი ამბობს, იმ მომენტში ის „უსაზღვროდ ბედნიერი“ იყო.
„ისეთი ბედნიერი ვიყავი ამ წყვილის გამო. მე ყველაფერი სწორად გავაკეთე“.