დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ჯორჯ ბუში-უფროსის მეუღლე და ჩვენთვის კარგად ცნობილის, უმცროსი ჯორჯის დედა, ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ბუშების ოჯახის პრესსპიკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, გარდაცვალების მიზეზი ბოლო პერიოდში ბარბარას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა, თუმცა ასევე ცნობილია, რომ ის საკუთარ თავზე ზრუნვას დიდ დროს არ უთმობდა.
ამერიკელმა ხალხმა კარგად იცის, როგორ აქტიურად მონაწილეობდა ის მეუღლისა და შვილის საპრეზიდენტო არჩევნებში. ბოლო წლებში ბარბარა თავისი მეორე შვილის, გუბერნატორ ჯების კარიერაზე ზრუნავდა.
ის თავის მომავალ ქმარს 16 წლის ასაკში შეხვდა და 73 წლის განმავლობაში ერთგული მეუღლე გახლდათ.
მარიამ ელიაშვილი