"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
არნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა - 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი შვილების თვალწინ, სავარაუდოდ, მამინაცვალმა მოკლა. გოგონას ჭრილობები ყელის არეში ბასრი იარაღით აქვს მიყენებული. დანაშაულმა, რომელზეც საქმე განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით არის აღძრული, კიდევ ერთხელ ცხადყო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების უსუსურობა ოჯახური ძალადობის წინაშე. შემზარავი მკვლელობის მოახლოებას ყველა დეტალი ცხადყოფდა, თუმცა დანაშაულის თავიდან არიდება არსებული სამართლებრივი მექანიზმებით ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულზე შემაკავებელი ორდერი, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გაიცა.
სამართალდამცავთა თქმით, 25 წლის ქალი და მისი დედა შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და დედის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს.


"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

მოკლული ახალგაზრდა ქალი ბარნოვის ქუჩზე, დაქირავებულ ბინაში, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, იმყოფებოდა. ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარი დანაშაულის დეტალებზე გვესაუბრა.

- ულამაზესი, თბილი და საყვარელი გოგო იყო თაკო, ორი მცირეწლოვანი ბიჭი ჰყავს - 6 და 3 წლის; ვარკეთილში, რომელიღაც მაღაზიათა ქსელში მუშაობდა კონსულტანტად, ბავშვებს კი ბაგა-ბაღში ტოვებდა.
როგორც ვიცი, ადრე მუხიანში ცხოვრობდა და იქედან გადმოვიდა ვაკეში საცხოვრებლად იმ ბინაში, რომელიც მის დას აქვს დაქირავებული. მისი და ბარნოვის ქუჩაზევე მუშაობს სილამაზის სალონში და ბინა ზუსტად სამსახურის მოპირდაპირე მხარეს დაიქირავა, მერე კი და და დისშვილებიც თავისთან გადმოიყვანა.

როგორც ჩანს, ასე უფრო ეიოლებოდათ ერთმანეთის დახმარება. გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ქალმა მიმტანს საკუთარი საქორწინო ბეჭედი მისცა, რათა მისი ოცნება აეხდინა
16:54 / 23-04-2018
კონკორდას მკვიდრმა შერონ ჰეინემანი, მომღერალ Pink-ის კონცერტზე მიმავალ გზაზე სამ დასთან ერთად რესტორანში სავახშმოდ შევიდა - წერს ბრიტანული გამომცემლობა The Sun.
ინდური ეროტიკა - 7 საუკეთესო ინდური ეროტიკული ფილმი
11:00 / 23-04-2018
ინდურ ფილმებში არა მარტო ცეკვავენ და მღერიან, არამედ... წარმოგიდგენთ 7 თამამ, ეროტიკულ ინდურ ფილმს, რომლებიც მხოლოდ უფროსებმა უნდა ნახონ.
შვედი მომღერალი და დიჯეი ავიჩი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა
13:48 / 21-04-2018
ცნობილი შვედი მომღერალი, დიჯეი და პროდიუსერი თიმ ბერგლინგი პარასკევს ომანში გარდაიცვალა.
როგორ აისახება შაქარი, ალკოჰოლი და რძე თქვენს სახეზე?
11:22 / 21-04-2018
სანამ ერთ შეფუთვა ორცხობილას ბოლომდე შეჭამდეთ ან კიდევ ერთ ბოკალ ღვინოს დაისხამდეთ, დაფიქრდით იმის შესახებ, რომ საკვები მოქმედებს არა მხოლოდ თქვენს წონასა და ჯანმრთელობაზე, არამედ თქვენი კანის მდგომარეობაზე.
წიგნის საერთაშორისო დღე „ბიბლუსში“ და შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან
19:24 / 20-04-2018
23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია კითხვის მოყვარულთათვის.
რა უნდა გააკეთოთ, თუ მზის ალერგია გაქვთ
13:59 / 20-04-2018
რა უნდა გააკეთოთ, თუ მზეზე ყოფნისას ან სიარულისას კანი გიწითლდებათ, გექავებათ და გამონაყარი ჩნდება?
ხელსაქმის მასალების ბრენდი, რომელიც მთელ მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებს
11:42 / 20-04-2018
მშობლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეეძლოთ შვილებისთვის სასარგებლო თავისუფალი დროის აქტივობების შედგენა, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.
გაემგზავრე Imagine Dragons-ის კონცერტზე სტოკჰოლმში რადიო NRJ-სთან ერთად
17:46 / 19-04-2018
რადიო "ენერჯი" თავის ერთგულ მსმენელს აძლევს უნიკალურ შანსს, დაესწროს ამერიკული როკ-ჯგუფის, "Imagine Dragons"-ის ლაივ-კონცერტს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში.
მათი უმრავლესობა მიტოვებული და გამოკეტილია - ძველი ოდების სილამაზე (+15 FOTO)
13:21 / 19-04-2018
თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის ეპოქაში სახლის სილამაზით ვეღარავის გააკვირვებ.
საიდან იღებს სათავეს წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია?
12:42 / 19-04-2018
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საფუძველი 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს მამაკაცები ქალებს ყვავილებსა და წიგნებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან სამაგიეროდ წიგნებსა და ვაშლებს იღებდნენ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი