21 წლის ანა ნაცვლიშვილმა ორიოდე თვის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამერიკელი მწერლის, ლორენ ოლივერის ფრაზა გააზიარა: "სიყვარული ბუმბულივით ჰაეროვანი, მოკლე სიტყვაა და ნემსივით ან სამართებლის პირივით ბასრია.
ის შენი ცხოვრების შუაგულში ესობა და მას ორად ხლეჩს - მანამდე და მას შემდეგ. შენ თვალწინ სამყარო ორ ნაწილად იყოფა - მანამდე და მას შემდეგ, შუალედი კი ამ ბასრ ნემსზე არც განიერია და არც - გრძელი".
სოციალურ ქსელში გოგონას აქტიურობის მიხედვით, ის სიკეთით და სიცოცხლით სავსე გოგო იყო - თბილი და მოსიყვარულე, უყვარდა მეგობრები, ცხოველები და ოცნებობდა ბედნიერ მომავალზე, თუმცა...
22 თებერვალს, ანას ნაწამები ცხედარი მის საცხოვრებელ სახლთან მდებარე სკვერში იპოვეს. ფაქტის თვითმხილველმა ძალოვანმა გვითხრა: "წლებია ასე სადისტურად მოკლული ადამიანი არ მინახავს". გოგონა სისხლის გუბეში იწვა, ყელი გამოღადრული ჰქონდა, ექსპერტმა 7 ჭრილობა დათვალა ყელის არეში, ასევე, დაზიანებული ჰქონდა თავიც.
მართალია გოგონას ცხედარი პოლიციას ნაპოვნი ჰქონდა, მაგრამ თავიდან თქვეს, რომ თითქოს გოგონა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იწვა. თემქის საავადმყოფოში მიცვივდნენ გოგონას მეგობრები და ოჯახის წევრები. ანის მამას თურმე ანის შეყვარებულიც მიყვებოდა გვერდით. ძალოვნები თვლიან, ამ გზით დამნაშავე შეეცადა ალიბის შექმნასო. პოლიციამ საავადმყოფოდანვე წაიყვანა ის მოწმის სტატუსით დასაკითხად და მერე გარეთ აღარ გამოუშვეს.
ერთ-ერთი მტკიცებულება სატელეფონო საუბრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, კვალის წაშლაზე წინასწარ იზრუნა დამნაშავემ და მიმოწერები ორივეს ტელეფონში წაშლილია. ცხადია, ძალოვნებისთვის არც ამ მიმოწერის აღდგენაა პრობლემა. მას მერე, რაც ექსპერტები აღადგენენ სატელეფონო მიმოწერას, კიდევ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. გაგრძელება