შემთხვევითი პაემანი წიგნთან - ორიგინალური საჩუქარი ლიტერატურის მოყვარულთათვის
 შემთხვევითი პაემანი წიგნთან - ორიგინალური საჩუქარი ლიტერატურის მოყვარულთათვის
დაგეგმილი თუ შემთხვევითი პაემანი, რომელია უფრო სასურველი? სანამ თქვენ დასმულ კითხვაზე პასუხს ფიქრობთ, შეიძლება აღმოაჩინეთ კიდეც, რომ შემთხვევითი პაემნის ეფექტი საკუთარ თავზე ჯერ არ გამოგიცდიათ. ამ საინტერესო თავგადასავალში კი „ბიბლუსის“ ახალი ინიციატივის დახმარებით ადვილად აღმოჩნდებით. შემთხვევითი პაემნების ფარგლებში წიგნები ისეა შეფუთული, რომ მყიდველმა არ იცის, რომელ წიგნს ყიდულობს. პროექტისთვის მხატვრული ლიტერატურიდან ბოლო პერიოდის ბესტსელერი წიგნებია შერჩეული, რომლებიც პერიოდულად განახლებადია. თითოეულ შეფუთვაზე პატარა ხელნაკეთი მინიშნებაა, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, გამოიცნოს, თუ რომელი შეფუთვის ქვეშ რომელი წიგნი იმალება.



სპეციალურად 14 თებერვლისთვის ჭავჭავაძის
#7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ თემატური შეფუთვებით გელოდებიან წიგნები შემთხვევით პაემანზე. თუ ვალენტინობის დღე თქვენთვის მნიშვნელოვანია და საყვარელი ადამიანისთვის ორგინალურ, თანაც საინტერესო საჩუქარს ეძებთ, მაშინ საინტერესო შეფუთვებში დამალული ბესტსელერები ნამდვილად საუკეთესო არჩევანი. მათი ფასი სულ რაღაც 9 ლარიდან იწყება და 15 ლარამდე მერყეობს.

ასე რომ, გაქვთ შესაძლებლობა, გამოსცადოთ შემთხვევითი პაემნის ეფექტი ჭავჭავაძის "ბიბლუსი გალერეაში" წარმოდგენილ სპეციალურად შეფუთულ წიგნებთან შეხვედრით, რომლის შიგთავსის შესახებაც ინფორმაცია არ გაქვთ. თქვენ უბრალოდ აირჩევთ სასურველ შეფუთვას და წიგნის შეძენის შემდეგ გაიგებთ, რაზე შეაჩერეთ არჩევანი. ეს ფაქტი კი წიგნის შერჩევის პროცესს უფრო საინტერესოსა და ამოუცნობს ხდის.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი