რა გასაკვირია, რომ წყვილთა დიდი ნაწილი მთელი წელი ამ დღეს ელოდება. 14 თებერვალი ხომ იმ გრძნობის დღეა, რომლითაც ასე თავბრუდახვეულნი და შეპყრობილნი არიან.
მეორე ნაწილისთვის ეს ჩვეულებრივი დღეა, მაგრამ ღირს აღიარება, რომ ყველაზე არარომანტიკულ ადამიანსაც კი გულის სიღრმეში პარტნიორის კრეატიულობის და საღამოს საინტერესოდ გატარების იმედი აქვს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დღეს ზედმეტი არაფერია, ჩვენ კი იმ რამდენიმე ადგილს შემოგთავაზებთ, სადაც სიყვარულით გელოდებიან:
1. იმ განცდის აღწერას, რომელიც შეყვარებულ წყვილს 14 თებერვალს ეუფლება, მხოლოდ ფილმები თუ შეძლებენ, ისინი ხომ ამ გრძნობის ძალას მთელი სიმძაფრით გვაჩვენებენ. ასე რომ, სიყვარულის დღის კინოში შეხვედრა სულაც არაა ბანალური. ფილმის არჩევა კი მარტივი არაა, მაგრამ როცა კინოთეატრებში ჯეიმი დორნანი და დაკოტა ჯონსონი გელოდებიან, ფიქრი აღარ ღირს. თქვენც გრეისავით დაიფიცეთ, რომ მხოლოდ "ის გეყვარებათ" და "მასთან" ერთად ნახეთ მსოფლიო ბესტსელერის, "გრეის 50 ელფერის" ფინალური ნაწილი - "თავისუფლების 50 ელფერი"!
დაჯავშნეთ ბილეთები
2. თუკი მყუდრო გარემოს დროის ხალხმრავლობაში გატარება გირჩევნიათ, კლუბ 10/11-ში საღამოს 10 საათიდან ანრი ჯოხაძე გიმასპინძლებთ და თქვენს სიყვარულს უმღერებს.
დაჯავშნეთ ბილეთები აქ
3. თუ სიყვარული გარემოსაც დაათბობს და ამინდიც ხელს შეგიწყობთ, ნარიყალას იდეალური მასპინძლობის გაწევა შეუძლია. გაისეირნეთ რიყის პარკში და შემდეგ საბაგიროთი ესტუმრეთ ნარიყალას. დატკბით თბილისის ხედებით.
4. კლუბ "ივერიაში" კი თქვენი სიყვარულის მუსიკალურად გაფორმებაზე Jimi Jules-ი, ციურიხსა და ბერლინში მოღვაწე ცნობილი DJ და პროდიუსერი იზრუნებს. როგორც ამბობენ, ის საერთაშორისო ანდერგრაუნდ საცეკვაო მუსიკის სცენის ერთ-ერთი პერსპექტიული არტისტია. "ივერია" ამის შეფასებას თქვენ განდობთ.
იხილეთ ბილეთები
5. ვინაა სიყვარულის ხელოვანი? ის, ვის სიტყვებსაც ყველაზე ჩამქრალი სიყვარულის გაღვიძება და ამ გრძნობისთვის თავის შეწირვაც შეუძლია. "რომეო და ჯულიეტას" ავტორის, უილიამ შექსპირის სონეტებს აუცილებლად უნდა აზიაროთ თქვენი სიყვარული. ამის შანსს შალიკაშვილის თეატრი გაძლევთ და სპექტაკლს გიძღვნით, რომლის ნახვაც 14-ში არა, მაგრამ 16 თებერვლის საღამოს შეგიძლიათ.
დაჯავშნეთ ბილეთები