ვალენტინობა თელავის „პიატოში“ - წიგნის კაფე თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება
ვალენტინობა თელავის „პიატოში“ - წიგნის კაფე თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება
„ბიბლუსი გალერეაში“ მდებარე წიგნის კაფე "პიატო" თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს უმზადებს. 14 თებერვალს, კაფეში მისულ სტუმრებს, მანამდე არსებული მენიუს გარდა, შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალურად წყვილებისთვის შექმნილი 2 სახის მენიუდან ერთ-ერთი დააგემოვნონ - უგემრიელესი პიცით, სალათითა და განსაკუთრებული ღვინით.

სპეციალურად ამ დღისთვის, კაფე სხვადასხვა თემატური დეკორაციით გაფორმდება. რომანტიკული განწყობის შესაქმნელად, მაგიდებს ფერადი სანთლები და სხვადასხვა აქსესუარი დაამშვენებს.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას. „პიატოში“ სპეციალურად მოწვეული ბენდი „მუსიკის ქალაქი“ დაუკრავს. ორგანიზატორების განცხადებით, ამავე საღამოს სახალისო გათამაშებაც მოეწყობა, რომლის გამარჯვებულებსაც სხვადასხვა საჩუქარი გადაეცემათ. ღონისძიებაზე
დეტალური ინფორმაციის მოპოვება კაფეს ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზეა" შესაძლებელი.

ღონისძიების ბმული

ვალენტინობა მსოფლიოში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან აღინიშნება. ლეგენდის თანახმად, წმინდა ვალენტინი ახალგაზრდა ეპისკოპოსი იყო, რომელიც მრისხანე იმპერატორ კლავდიუსს დაუპირისპირდა. იმის მიუხედავად, რომ კლავდიუსმა რომში ქორწინება აკრძალა, ვალენტინი საიდუმლოდ აქორწინებდა შეყვარებულ წყვილებს, ეხმარებოდა სასიყვარულო წერილების დაწერაში და ზოგჯერ შერიგებაშიც.

შეყვარებული წყვილებისთვის და არამხოლოდ მათთვის, ვალენტინობა დღემდე განსაკუთრებული დღესასწაულია. 14 თებერვალს ისინი ერთად, რომანტიკულ გარემოში ატარებენ. სხვადასხვა საჩუქარს, მათ შორის, ღია ბარათებსა და ყვავილებს ჩუქნიან.
თუ თქვენ 14 თებერვლის საღამოსთვის არჩევანს თელავის „პიატოზე“ შეაჩერებთ, მას შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ მისამართზე: „ბიბლუსი გალერეა“, ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა.



კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
13:22 / 28-12-2017
26­ დეკემბრის ღამეს "პიატოში" ის უნდა მომხდარიყო, რაც მანამდე არავის ენახა.
10:58 / 21-12-2017
თუ ჯერ კიდევ არ დასწრებიხართ გემრიელი კერძების მომზადებას, რომელსაც თავად შეფ-მზარეული უნიკალურად ამზადებს, მაშინ ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი